ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა ყოფილი პოლიციელის დერეკ შოვინისთვის 22.5-წლიანი პატიმრობის მისჯას „მართებული“ უწოდა.
“არ ვიცნობ ყველა გარემოებას, რომელსაც მხედველობაში იღებდა სასამართლო, მაგრამ, როგორც ჩანს, მოქმედი წესების მიხედვით, განაჩენი მართებულია”, – აღნიშნა ბაიდენმა.
კომენტარები