• რეკლამა
  • კონტაქტი
17:47, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჯორიც მყავს მონასტერში, ჯორითაც დავდივარ” – ეპისკოპოსი ამბობს, რომ 254 ათასლარიანი მანქანა მრევლმა აჩუქა

ალია ავტორი - ალია
14:01 11-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,682

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აცხადებს, რომ 2022 წლის ტოიოტა ლენდკრუიზერი, რომლის ღირებულება 254 ათასი ლარია, მრევლმა აჩუქა.

მეუფე ავტომანქანით ამ ეტაპზე არ გადაადგილდება. ძვირადღირებული მანქანა ქვიშხეთის  რეზიდენციაში ჰყავს გაჩერებული.

“ვიღაცისთვის ფუფუნების საგანია, მაგრამ ჩემთვის არ არის… უფრო მეტად მნიშვნელოვან და დიდ საქმეებს ვემსახურებით, როგორც მე, ისე სხვა ეპისკოპოსები. უფრო რაციონალური, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლითაც არ დაინტერესებულა არავინ, ახლა მანქანის თემა არის მნიშვნელოვანი”, – თქვა ეპისკოპოსმა ფორმულასთან.

როგორ ის ამბობს, მრევლმა წარსულშიც გადაწყვიტა მისთვის მანქანა ეყიდა, თუმცა უარს ეუბნებოდა.

“მრავალგზის წირვაზე მივდიოდი – გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო – გზაში დავრჩი, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, არაერთმა მრევლმა ამ დიდი საქმისთვის [საგანმანათლებლო პროექტისთვის], ამ ქართული საქმისთვის მოიყვანეს [ მანქანა], რომ აღარც გზაში დავრჩე და ნორმალურად ვემსახურო. მრევლი გაერთიანდა, გააკეთეს ბანასთვის შემოწირულება”, – თქვა ეპისკოპოსმა.

“ჯორიც მყავს მონასტერში, ჯორითაც დავდივარ, ტრაქტორითაც დავდივარ და კამაზით და უამრავი სამშენებლო ტრანსპორტითაც დავდივარ, ამაზეც ისაუბრეთ მაშინ. რაც საჭიროა იმას საქმისთვის ვიყენებ და არა კომფორტისთვის”, – განაცხადა მეუფემ.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ახალი მანქანის შესახებ დეკანო ილია ჭიღლაძის პოსტიდან გახდა ცნობილი.

“მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ $120 000 ღირებული ლენდკრუიზერ 300 – 2022 – ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, “წმინდაო მეუფეო”! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს!

P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირლები ძვირადღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები” – დაწერა ჭიღლაძემ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved