• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” ჯოჯოხეთი გამოვიარეთ წუხელ… ჩემი ჩასაზიდია 600 ჩანთა… ძალიან ყოჩაღები არიან უკრაინელი გოგოები…” – მაქარაშვილი უკრაინიდან

ალია ავტორი - ალია
13:49 05-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
334

 

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რომელიც უკრაინაში იმყოფება იქაურ სიტუაციას შემდეგნაირად აღწერს :

„ჯოჯოხეთი გამოვიარეთ წუხელ. კიევისკენ მიმავალი რამდენიმე მატარებელი საერთოდ გაჩერდა, ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ ოყო ბაქანზე… 16 საათის მერე დავიძარით. 3 მატარებლის ხალხი ერთში შევეჭეჭყეთ და დავიძარით.

სახლისკენ მიმავალი ქალები, შვილებით, მოხუცი დედებით… მთელ მატარებელში ორი კაცი ვიყავით (დანარჩენები იბრძვიან), მე და კალიფორნიელი კონორი, რომელსაც ცალი ხელი არ აქვს და მეორეს ვერ იყენებს (ავღანეთის ომში ნაღმზე აფეთქდა). უსაფრთხოების გამო მატარებელში სრულად ჩააქრეს შუქი. ბავშვებიც კი ჩუმად არიან, ტელეფონის განათებასაც კი ერიდება ყველა. დაძაბულები, ნელა, პატარა გაჩერებებით, მაგრამ მივდივართ…

ერთ-ერთი გაჩერების შემდეგ მატარებელი აღარ დაიძრა. ელექტროობა მთლიანად გაითიშა. ფანჯრები ჰერმეტულადაა დახურული, კარიც მხოლოდ ავარიულად უნდა გააღოს მემანქანემ. არ იჭერს ტელეფონი, გარშემო სრული სიბნელეა. 2 საათში ბავშვებს მოშივდათ და აბუზღუნდნენ. კიდევ ერთი საათის შემდეგ უკვე დიდებმაც დაიწყეს ფორიაქი… 5 საათში პანიკა დაიწყო. ტირილი, კივილი, ფანჯრების ჩალეწვის მცდელობა… გვერდითა ვაგონებიდანაც იგივე ხმები ისმის.

6 საათის შემდეგ განთიადი დაიწყო და რამდენიმე სამხედრო მოვიდა. მსხვილი აფეთქება იყო და ვერავინ მოგცემთ გარანტიას რომ დღეს გახვალთო. არანაირი საკვები არაა მატარებელში, ვისაც რამე გვქონდა, ბავშვებს მივეცით… გადავწყვიტეთ ფეხით წამოვსულიყავით გზამდე, რომ ლვოვში ჩაგვეღწია. ჩავლაგდით, ავბარგდით და ოპაა, კონორას ხელები არ უმუშავებს, ჩემი ჩასაზიდია 600 ჩანთა. არა, მარტო არ მომიწია, ძალიან ყოჩაღები არიან უკრაინელი გოგოები, ჩამოცლაში სამხედროებიც მოგვეხმარნენ. მაგრამ ლიანდაგებზე ამ სიმძიმის ჩანთების თრევა ყოფილა ჯოჯოხეთი. თან რა გინდა რომ ქნა? ორი შვილი რომ უჭირავს სიფრიფანა გოგოს ხელში, სამ ჩანთას რას უზამს? თან ასეთი გოგო მატარებელში იყო მინიმუმ 100. თან ტელეფონი არ იჭერს, ანძები ლვოვის დაბომბვისას დაზიანდა გუშინ თურმე. კაი დიდი ხანია ასე არ დავღლილვარ, მაგრამ ახლა ყველანი ავტობუსში ვართ და კიევისკენ მივდივართ. ესენი სახლში ბრუნდებიან, მე ბაღი მაქვს ასაშენებელი. ასეთი ამბები თურმე ყოველდღე ხდება.“ –

თეგები: გიგა მაქარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved