• რეკლამა
  • კონტაქტი
02:14, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯო უილსონი – საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება

ალია ავტორი - ალია
10:19 01-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსაზღვროდ გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი გამოცემა Сharleston Mercury-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არალეგიტიმური პარლამენტი და დააყენა არალეგიტიმური პრეზიდენტი, ასევე მიიღო დრაკონული კანონები, რომელიც საპროტესტო აქციების და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციას ახდენს, სცემენ და აპატიმრებენ მოქალაქეებს.

„მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი აგრძელებს პროტესტს. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ორპარტიულ და ორპალატიან კოლეგებთან ერთად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გვერდით ვდგავარ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგეს ქართველებს, რადგან ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის“, – წერს უილსონი.

მისი თქმით, ქართველი ხალხი შეერთებული შტატების დიდ მეგობრებს შორისაა და მათი კონსტიტუცია შეიცავს დებულებებს, რომელიც სავალდებულოს ხდის საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციას.

„საქართველოში თავისუფლება კარგია ამერიკისთვის და ხელს უშლის აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიერ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ბოროტად გამოყენებას. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული მხარდაჭერა და ურთიერთობა ამ თავისუფალი ხალხის მიმართ“, – წერს უისლონი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved