ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო.
კოლეგიამ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც – 2025 წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში, ბრალდებულმა ავტომანქანაში მჯდომ დაზარალებულს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა, თუმცა იგი ქვამ შეაჩერა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.














კომენტარები