• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას, მაშინ ისეთი რაღაცები იცოდა ოპოზიციამ, უმრავლესობის დეპუტატები აზრზე რომ არ ვიყავით“ – რას უყვება „ალიას“ დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
19:34 07-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,297

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. 

 

– სოსო გოგაშვილის დაჭერაზე რას იტყვით? სამი მუხლით წაუყენეს ბრალი, სუს-იდან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გატანასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. საინტერესოა, რომ გოგაშვილს ეს ზესაიდუმლო ინფორმაცია სახლში უპოვნეს, თან სამუშაო მაგიდაზე ედო „ფლეშკა“, სადაც ეს ინფორმაცია იყო ჩაწერილი, უჯრაშიც კი არ ჰქონდა შენახული. 13 რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა სახლში და კიდევ ორი არარეგისტრირებული უპოვნეს. თუ გოგაშვილი ასეთი სულელია, რატომ მიიღეს საერთოდ სუს-ში სამუშაოდ და თუ სულელი არ არის, გამოდის, რომ ეს ორი ბრალდება შეთითხნილია. თან, გამოძიებას საქმე იქითკენ მიჰყავს, რომ რაც ბოლო სამ წელიწადში სუს-იდან ინფორმაცია გაიტანეს, მედიით და სხვა საშუალებებით გავრცელდა, უნდათ ყველაფერი გოგაშვილს „შეტენონ“?

– ცხადია, გოგაშვილი სულელი არ არის. თუმცა, ამით იმას არ ვამბობ, რომ კომპეტენტური იყო და იმ პოსტზე უნდა ემუშავა, სადაც მუშაობდა. სუს-იდან ინფორმაციის გაჟონვის ძალიან ბევრი შემთხვევა იყო. ჩვენ გვახსოვს, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა წვდომა საიდუმლო ინფორმაციებზე. ბევრი მაღალი თანამდებობის პირი გამოიცვალა სუს-მა, რომელთაც სხვა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდათ ხელი. 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ ორგანიზაციას არც მოსმენები შეუწყვეტია, არც თვალთვალი, შანტაჟი და ბევრი სხვა უბედურება, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც ის ცნობილი „კრებსები“ გამოჩნდა, რომლებიც სასულიერო პირებთან სხვა და სხვა პოლიტიკოსების, სუს-ისთვის საჭირო თუ სასარგებლო ხალხის საუბრების მოსმენების ანგარიშები იყო. ჩემი და ერთ-ერთი მამაოს საუბარი  მოისმინეს და საუბრის შინაარსი გასაჯაროვდა. 2016-1017 წლებშიც უსმენდნენ დეპუტატებს, უსმენდნენ მინისტრებს, მათ ოჯახის წევრებსაც კი, უსმენდნენ სამღვდელო პირებს… რა ვიცი, ყველას უსმენდნენ, მე მგონი. ამ უკანონობას სჩადიოდა სისტემა.  თუ სისტემა არ უსმენს, ერთი  და ორი კაცი ვერ მოუსმენს ამდენ ხალხს და თან განუწყვეტლივ. ვიღაცებს, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდა და ბევრი დღესაც სჩადის, დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც, ერთ დღესაც აღარ მოეწონათ ეს ყველაფერი და საკუთარი თავის დასაზაღვევად შეინახეს ჩანაწერები. არა მგონია, რომ ეს მარტო გოგაშვილს გაეკეთებინა. ძალიან ბევრ ადამიანს ექნება ეს და სხვა ინფორმაციებიც, რადგან, უკვე გითხარით, სუს-ში ბევრ ადამიანს ჰქონდა წვდომა სხვა და სხვა დონის ინფორმაციებზე და კონტროლი რომ მოშლილია და  ვისაც რა მოუნდება, იმას რომ აქვეყნებს, ამას ყველა ვხედავთ. გარდა მაგისა, ბევრი მტრობს ამ ხელისუფლებას და არც ის დაავიწყდეთ, იმ სუს-ში და სხვა ძალოვან სტრუქტურებში არიან დარჩენილნი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა დაწყებულიც არის ეს მოსმენები და ბევრი სხვა უკანონობა. ისინი დაიტოვეს და დააწინაურეს კიდეც. საიდან რა ინფორმაცია გადის, კაცმა არ იცის. ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას, მაშინ ისეთი რაღაცები იცოდა ოპოზიციამ, უმრავლესობის დეპუტატები აზრზე რომ არ ვიყავით.

– 3 წელი გოგაშვილი წამოსულია სუს-იდან და როდესაც იქ აღარ მუშაობდა, მაშინდელი „კრებსები“ და სხვა ინფორმაციაც ხომ არის გამოტანილი?

– ამაზე საერთოდ სერიოზული საუბარი არც ღირს. არაფერ შუაში გოგაშვილი არ არის. ეს არის,  ეს სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ის  სამაგალითოდ დაესაჯა და ვიღაცებისთვის ეჩვენებინა, აი, თუ ასე მოიქცევით, ჩვენც ასე მოგექცევითო. კლანის წინააღდეგ წავიდა გოგაშვილი და დასაჯეს ჩვეულებრივი მაფიოზური პრინციპით.საქმე ისეა შეკერილი, ძალიან არაკვალიფიციური უნდა იყო, ეს რომ გააკეთო. გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაციას სახლში ან პირად კომპიუტერში ვინ შეინახავს. იმ ორი უკანონო იარაღის „აღმოჩენის“ ფაქტზეც გეთანხმებით, არც იმ იარაღებს შეინახავს სახლში კაცი, რომელსაც არამარტო იარაღის შენახვის, მისი ტარების უფლებაც აქვს და სახლში ათზე მეტი რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. არ ვიცი, ეს როგორ უნდა დაიჯერო საღად მოაზროვნე ადამიანმა? დამიჯერეთ,არც იმათ სჯერათ, დღეს სუს-ს, ხელისუფლებას რომ ამართლებენ, გოგაშვილს ამტყუნებენ და მოღალატეს ეძახიან.ეგეთი უტვინოებიც არ არიან. რასაც ავალებენ, უბრალოდ, იმას აკეთებენ.

– „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხდა, ცუდი არ იქნება, თუ პროკურატურა სოსო გოგაშვილის ქონების წარმომავლობით დაინტერესდებაო და მერე სხვებმაც გაიმეორეს, საინტერესოა, როგორ გახდა 2012 წელს  სოცდაუცველი გოგაშვილი, სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას მილიონერი და ამდენი უძრავი ქონების პატრონიო. ვინც ეს ქვეყანა,  ბიუჯეტი, სახელმწიფო ქონება ღლიტა, მილიონები სახელმწიფო სამსახურში იშოვნა, გოგაშვილი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველას უნდა მოეკითხოს – ირაკლი ღარიბაშვილს,ირაკლი შოთაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი ბადაშვილს, ვახტანგ გომელაურს, ლევან იზორიას,   ალექსანდრე ჭიკაიძეს, ირაკლი სესიაშვილს, ირაკლი ხმალაძეს, ვანო ზარდიაშვილს… ეს  სია ძალიან გრძელია.

– რა ვიცი, ეს განცხადებები რეალობას მოკლებული მგონია. თუ გოგაშვილის ქონების შესწავლა დაიწყეს, ვერ დაასაბუთებს მის წარმომავლობას და მაშინ უნდა ჩამოართვან, თან, დამატებითაც დასაჯონ. ამ პრეცენდენტს კი არ შექმნიან, რადგან უამრავი ადამიანი იპარავს ფულს ბიუჯეტიდან სხვა და სხვა გზით და ამ ფულის ნაწილი ბანკში აქვთ შენახული, ნაწილი ბიზნესში აქვთ დაბანდებული, ნაწილითაც უძრავი ქონება აქვთ შეძენილი- სახლები, მიწის ნაკვეთები… მაშინ ამ ხალხსაც უნდა მოჰკითხონ, საიდან აქვთ ამდენი ფული და ქონება,როდესაც დღეს ვერც ერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი და დეპუტატი, ხელფასით ოჯახსაც კი ვერ შეინახავს. იმ წესით, როგორითაც ისინი ცხოვრობენ, ის ხელფასი არ ეყოფათ- არ იკლებენ არაფერს, თუკი რაიმეს მოისურვებენ.თუ ამ ყველაფრის, ამ „შავი ფულის“, „შავი სალაროს“ გამჟღავნება, ლუსტრაცია და შესწავლა მოხდება, მხოლოდ მივესალმები. მაგრამ ეს არ უნდა იყოს კონკრეტულად ერთი ადამიანის მიმართ სადამსჯელოდ გამოყენებული. მასშტაბურად და მასობრივად უნდა  შეისწავლონ ყველაფერი და ვინც ვერ დაამტკიცებს იმ მილიონების წარმომავლობას, რაც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას დააგროვეს, უნდა ჩამოართვათ და დაისაჯონ.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved