• რეკლამა
  • კონტაქტი
02:14, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჯერ 15 თვე აქ ვიქნებით ერთად და მერე მთელი ცხოვრება…” – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
01:01 09-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის წერილი საკნიდან:

,,თავიდან ჯგუფს გვეძახდნენ და ერთად დაგვსვეს როცა ერთმანეთზე გაგებულიც არ გქვონდა.
ახლა ჯავახამ და მინდიამ იციან,რომ მე პომიდორი მიყვარს,მიწისთხილი და ხაჭოს ნამცხვრები,მე ვიცი რომ ჯავახას მაიონეზი უყვარს,ნაგეტსები და შემწვარი კვერცხი,მინდიას-ჯემიანი მაფინი,ლობიო და ყავა…
ერთმანეთზე უკვე ისეთი დეტალები ვიცით…ადრე ჯგუფი ხართო და არც კი ვიცნობდით,ახლა კი ოჯახი ვართ.საერთო გვაქვს ტკივილიც და სიხარულიც.ერთად ვსვამთ და ერთად ვჭამთ, ერთად ვტირით და ერთად ვიცინით.
ყველაზე საყვარლობა მომენტია როცა საჭმელს ვამზადებთ ხოლმე და ყველა რაღაცას ვაკეთებთ-ზოგი ხახვს ჭრის,ზოგი ხორცს წვავს,ზოგი კარტოფილს თლის.ჭამის შემდეგ ვიღაც თეფშს რეცხავს,ვიღაც მაგიდას წმენდს. ყველაფერში ვეხმარებით ერთმანეთს და უერთმანეთოდ თითქმის არაფერს ვაკეთებთ.
გამიგრძელდა შესავალი და მოკლედ დღეს ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრის, მაგრამ ოჯახის უფროსის (ასე ვეძახით :დ <3) ნიკოლოზ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.
ისედაც იცის როგორ მიყვარს და მოდი ამ მისალოც ტექსტშიც ფორმალურად დავწერ(ფორმალურად იმიტომ რომ სიტყვები საერთოდ არაა საჭირო იმის გამოსახატად თუ როგორ დავახლოვდით და როგორ პატივს ვცემთთ ერთმანეთს)…
ჯავახ გილოცავ, ძალიან გაფასებ,ჩემი ძმა ხარ, ჯერ 15 თვე აქ ვიქნებით ერთად და მერე მთელი ცხოვრება… სურვილები ერთნაირი გვაქვს-თავისუფალი საქართველო და ვიცი რომ ყოველთვის ისეთი ანთებული იქნები ბრძოლისთვის,როგორც ახლა ხარ.
ჯავახა არის მგონი ყველაზე დაუზარელი ადამიანი სამყაროში.სულ მოძრაობაში და რაღაცის კეთებაშია და შეუძლია მთელი დღე სიხარულით იზრუნოს შენზე,ისე რომ თავად განიცადოს ამით ყველაზე დიდი სიამოვნება.
მე და ნიკა ყოველდღე ,,ხვალ“ ვიწყებთ დიეტას,ნიკა წურავდა რომ მოესაჯათ, რადგან ერთი დაბადებისდღე ციხეში აღენიშნა (ორი მოგიწევს ჯავახ :დ)…
სხვა რაღაცეებს მერე მოგიყვებით…
20 წლის იყო როცა დაიჭირეს და მასზე მებრძოლი და უშიშარი ადამიანი მისი ასაკის კი არა ორჯერ და სამჯერ დიდებშიც ცოტა მინახავს.
ნიკა გილოცავ კიდევ ერთხელ და ერთად ყველაფერს შევძლებთ!
,,ხვალიდან“დიეტაზე ვართ…
P.S.- ახლა როცა ეს იპოსტება ,,ოლე ოლას” ვმღერით ალბათ საკანში.
P.P.S-ნიკას მთავარი სურვილია 4-ში მთელ ქვეყანა გამოვიდეს გარეთ მშვიდობიანი რევულუციისთვის.ეს იქნება ჩემი დაბადების დღის საჩუქარიო ყოველ დღე ამას ამბობს.
საკანი 38.“

თეგები: რეზო კიკნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved