პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ჯართს აგროვებს პატარა ობოლი ბიჭი, ყოველდღე არაო, წვიმის მერე, წვიმის მერე უფრო მეტი ჯართიაო ამბობს და ცრემლები ღაპაღუპით სდის. “ჯართად” აქცია ჩემი მიწა , ჩემი სამშობლო, ერთმა მდიდარმა ოლიგარქმა, დიახ, ამ ქვეყანას , ამ წალკოტს აღარავინ ,არავინ მოიხსენიებს უკვე საზღვარს იქით, პასპორტი ჩვენი ქვეყნის მეორეხარისხოვანი გახდა , მექსიკის საზღვარს კვეთენ ბავშვებით ზურგზე მოკიდებული ქართველები, ტალახიან ეკალბარდებიან გზას გადიან , ზღვას , ჭაობს, შლამს გაივლიან ან ვერ გაივლიან , ტოვებენ საქართველოს ,ჩემი ამაყი ქართველები აღარ იბრძვიან?!ჩემი ამაყი ქართველები დაიღალნენ?!ჩემი ამაყი ქართველები გამოიფიტნენ?!ბადე შემორტყმული საქართველო გულს მიკლავს შეურაცხმყოფელს ხდის ყოფას, -” შენ გალიის ჩიტი ხარ და სხვაგან ვერ იგალობებ!“
კომენტარები