• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯაფარიძე: ხალხმა სისტემას უთხრა – არა, მაგრამ გვაქვს საკუთარი ნების გაფორმების პრობლემა

ალია ავტორი - ალია
16:47 10-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

„როგორ ვუყურებ მე:

გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ

მსხვილ ქალაქებში მოქალაქეების უმრავლესობამ არსებულ სისტემას, ამჟამად მის მმართველ პარტიასა და ლიდერს უთხრა არა

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად

ეს მოხდა მიუხედავად შანტაჟისა, დაშინებისა, მოსყიდვისა, ქურდებისა, ეპისკოპოსებისა, სსიპ-ებისა, ააიპ-ებისა და ათასი ნაბიჭვრობისა

ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ გვინდა ჭაობი, კორუფცია, სტაგნაცია, ვალები, უიმედობა, უპერსპექტივობა, მონობა, ტყუილი, უტიფრობა, უცოდინრობა, ამორალურობა, ღარიბაშვილობა

ეს ნიშნავს რომ არ გვინდა რუსეთი

მაგრამ გვაქვს ამ საკუთარი ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა:

წინ გვიდგას ბოროტი, თავისი არსით საბჭოთა სისტემა, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით, ჩვენი შვილების მიერ მომავალში (თუ დარჩა აქ რომელიმე) გასასტუმრებელი ვალებით, ინფლაციით და დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით აფინანსებს ხმების ყიდვას და თოფიან ხალხს, რითიც უნარჩუნებს ძალაუფლებას ივანიშვილსა და მის ოცნებას

საპატრიარქოსთვის მიცემული ქონება და ფული, ქურდებისთვის მიცემული პრივილეგიები, ობშიაკის აგროვების უფლება, პირობითების მოხსნა, ვითომ კულტურასა და სპორტში ჩასხმული მილიონები, ვითომ ბიზნესებისთვის მიცემული ტენდერები, ვითომ ეკონომიკის განვითარებაზე გაცემული იაფი სესხები, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაშვებული ფული, წაგებაზე მომუშავე სახელმწიფო კომპანიები, ბოტების არმია, მილიარდობით ახალი ვალი, ორნიშნა ინფლაცია და ა.შ. და ა.შ. – ეს ყველაფერი არის ჩვენთვის წართმეული საკუთრება, რომელიც ხმარდება ამ ბოროტი სისტემის სიცოცხლის გახანგძლივებას საარჩევნო ხმებით, ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ

ანუ, ერთია მოქალქეების რეალური ნება და მეორეა რა და როგორ იწერება ტაბლოზე

შედეგად გვყავს არალეგიტიმური, უზურპატორი ხელისუფლება

ჩემთვის ამოსავალი არის ეს მოცემულობა

ამ მოცემულობით განვითარებაზე ფიქრი ზღაპარია

ამ მოცემულობით არსად ჩვენ არ მიგვიღებენ

ამ მოცემულობასთან შეუგუებლობა თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია

ჩემი აზრით მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი გზები და ფორმები

მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება მარტო ჩემი, ჩემი პარტიის ან მარტო პარტიების ბრძოლა

თუ გესმის რას ვებრძვით, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს რომ ეს ყველას ბრძოლაა

ყველას მოგვიწევს ამაზე დროის და ენერგიის დახარჯვა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved