ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ჩემი კოლეგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და მე ველით თქვენთან და თქვენს გუნდთან მუშაობას. COVID-19-ის პანდემიის მსგავსი კრიზისები, სიცოცხლის გადასარჩენად, გლობალური სოლიდარობის მნიშვნელობას ცხადყოფს“ – წერს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი Twitter-ის გვერდზე.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.
კომენტარები