ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, COVID-19 მომაკვდინებელი დაავადებაა და Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას მისი პრევენცია შეუძლია. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორონავირუსს დამოუკიდებლადაც შეუძლია გამოიწვიოს კოლტები და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა.
“ქვეყნებს მოვუწოდებთ, განაგრძონ COVID-19-ის უმნიშვნელოვანესი ვაქცინის გამოყენება“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ თრომბის კავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან არ დასტურდება. მათივე განცხადებით, ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს.
18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
კომენტარები