ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე, კორონავირუსის ვაქცინაციაზე რეგისტრაციისას კიდევ ერთი ჯგუფის დამატებაზე იმსჯელებენ.
ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.
აცრა შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.
რეგისტრაციისას მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.














კომენტარები