• რეკლამა
  • კონტაქტი
00:42, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების კოვიდინფიცირებული ექიმები ხელფასის გარეშე დატოვა

ალია ავტორი - ალია
12:52 11-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ტიკარაძის უწყებამ კოვიდინფიცირებული ექიმები ხელფასის გარეშე დატოვა. ეს მაშინ, როდესაც კოვიდ პანდემიის დროს, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სიპი, ბიუჯეტის ფულით, 9 ახალ ავტომობილს ყიდულობს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ექიმები, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, კორონავირუსით ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაინფიცირდნენ, კუთვნილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. იმავე მდგომარეობაში არიან სასწრაფო დახმარების ის ექიმებიც, რომლებსაც ცენტრის მოთხოვნით, თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწიათ, არადა თითოეული ოჯახის უკან უამრავი ვალდებულება და ბანკის ვალებია, თუმცა კითხვაზე პასუხი, თუ როდის ჩაირიცხება მათი კუთვნილი ხელფასი, არავის აქვს.

ამბის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროში დავრეკეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თაკო სარიშვილის თქმით, ცნობის წარდგენის შემდეგ, ყველა ექიმს ერიცხება ანაზღაურება, თუმცა საპირისპიროზე საუბრობენ თავად ექიმები, რომლებიც დიდ გაუგებრობაში არიან.

ჟურნალისტი: თაკო, დაზუსტება მინდა, კარანტინისა და კოვიდის გამო გაცდენილ საათებზე, მიუხედავად საბუთების წესრიგში ყოფნისა, რატომ არ აქვთ დარიცხული სასწრაფოს ექიმებს ხელფასი ( საუბარია რამდენიმე თვეზე) მათ შორის სექტემბრის თვის?

თაკო სარიშვილი: თუ თქვენ კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობთ, ძირითადად, როდესაც ცნობას წარადგენენ კარანტინში და იზოლაციაში ყოფნის, ამის შემდგომ უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც, თვეში რამდენჯერმე ირიცხება ეს თანხა ანუ კონკრეტულად ის, რომ გამოვიდეს კარანტინიდან და მეორე დღეს თანხა აისახოს, ესე არ ხდება. რაც კი ჩევნთან ყოფილა წარმოდგენილი, რომ იზოლაციასა და კარანტინში ყოფილან ადამიანები ან მკურნალობის კურსს გადიოდნენ, არცერთი მათგანი არ დარჩენილა ანაზღაურების გარეშე. სამუშაო მოვალეობის არ შესრულება კოვიდის გამო ყველა შემთხვევაში ანაზღაურებულია ცენტრის მიერ.

ჟურნალისტი: ჩევენი წყაროს ინფორმციით, არსებობენ ადამიანები, რომელთაც, საბუთების წარდგენის მიუხედავად, არ მიუღიათ ანაზღაურება, არც მენეჯერებს აქვთ ინფორმცია, თუ როდის ჩაერიცხებათ ექიმებს კუთვნილი ხელფასები…

თაკო სარიშვილი: არა, ეგეთი შეფერხება არ მომხდარა, დავაზუსტე იმიტომ, რომ რეალურად ამ ადამიანებს ეკუთვნით და შესაბამისად, იღებენ ანაზღაურებას…

მაშინ, როდესაც სახელმწიფო უწყებები, სავარაუდო კორუფციული მოტივაციით, ახალ-ახალ ავტომობილებს ყიდულობენ.. მაშინ, როდესაც ქვეყანაში 100 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებულია და ექიმებს საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ 24 საათში თითქმის 35 მისამართზე მისვლა, ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ასეთ ადამიანებს, არა თუ ბონუსის, კუთვნილი ხელფასის გარეშე ტოვებს.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved