ჯანდაცვის სამინისტრო კოვაქს პლატფორმას მიმართავს და მათგან დღეს გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას ითხოვს:
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები, ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსისგან, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
კომენტარები