ექიმი, ჯაბა ზარქუა:
ჯანდაცვის სამინისტრო ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებს C ჰეპატიტის პროგრამას, მაგრამ არ ახსენებს ორ მთავარ ფაქტს:ფაქტი 1 – C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო ამერიკული კომპანია “გილეადის” ინიციატივით და მათ მიერ ნაჩუქარი ამერიკული ანტივირუსული წამლებით, რომლებიც მაშინ ისეთი ფასი ღირდა, საქართველოს მთავრობა ვერ გასწვდებოდა დამოუკიდებლად. მადლობა ამერიკას ჩვენი თანამემამულეების, მათ შორის პირადად ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანების ფიზიკური გადარჩენისთვის.ფაქტი 2 – C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ნაწილში აქტიურად იყო ჩართული ლუგარის ლაბორატორია. მადლობა მათ გაწეული შრომისათვის.
კომენტარები