• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე:”უხერხულია მინისტრს ან მის მოადგილეს ეს კითხვა დავუსვა”

ალია ავტორი - ალია
11:25 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ მიქელაძე იმ პარლამენტართა ჩამონათვალში მოხვდა, რომელიც „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოაქვეყნა. მათი თქმით, აღნიშნულ დეპუტატებს წლის მანძილზე ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი.

ზაალ მიქელაძე „აიპრესით“ იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებსაც მისი სადეპუტატო საქმიანობა მხოლოდ მიკროფონის ხელის დაჭერა გონიათ.

„მე ტვ პირველის ჟურნალისტებსაც ვუთხარი და ახლაც იგივეს გავიმეორებ, ვისაც აინტერესებს რას ნიშნავს საპარლამენტო მუშაობა, უნდა ჩაიხედონ დებულებებში და ნახონ განმარტება. თუ თქვენ მიგაჩნიათ ტრიბუნაზე ახტომა საპარლამენტო მუშაობად… ეს შეიძლება ვიღაცას პიარისთვის სჭირდება, ადიან რომ გამოვიდნენ სიტყვით. მე ასეთი გამოსვლა არ მქონია.
საპარლამენტო მუშაობა არის კაბინეტში მუშაობა, პროგრამებზე და კანონებზე მუშაობა, რითაც ახლაც ვარ დაკავებული. ერთ-ერთ კანონზე ვმუშაობთ.
ვისაც როგორ უნდა ისე წარმოაჩინოს, ნაკლებად ვნერვიულობ მსგავს კითხვებზე, იმიტომ რომ ჩემი წინა ცხოვრებით ყოველთვის ვთვლიდი და ზუსტად ვიცოდი, რა იყო რეალური სამუშაო მინისტრის, დეპუტატის თუ ექიმის რანგში.

იქ იყო საკეთებელი კონკრეტული საქმე. ტრიბუნა არც მინისტრობის დროს გამომიყენებია, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების დროს. ვის დავუსვა კითხვა, თუნდაც მინისტრის მოადგილეს რაზე დავუსვა კითხვა?! იმუნიზაციაზე, პროგრამაზე თუ რაზე, როცა ეს ყველაფერი მე თვითონ მაქვს გავლილი, გადაღეჭილი და იქით გავცემ ნებისმიერ კითხვის დამსმელს პასუხს.

უხერხულია მინისტრს ან მის მოადგილეს ეს კითხვა დავუსვა.

რაც შეეხება სხვა დარგებს, მე ისეთ კითხვას არ დავსვამ, რაშიც ძალიან კარგად არ ვარ ჩახედული.

თუ ისინი თვლიან, რომ კითხვა უნდა დაისვას საჩვენებლად, სატელევიზიოდ და სარეკლამოდ, მე მაგ კატეგორიას არ განვეკუთვნები.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკა ტიკარაძე როცა იყო მოსული, პარლამენტში კითხვა დავსვი, მაგრამ თუ იმას გულისხმობენ, რომ ტრიბუნაზე არ ავსულვარ – ნამდვილად არ ავსულვარ.“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ „აიპრესთან“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved