• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, ორშაბათი, 27 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი ჩინური ვაქცინით აიცრება? – “როცა ქვეყანაში შემოვა ჩინური ვაქცინა, ისევ საჯაროდ გავიკეთო ის აცრაც?”

ალია ავტორი - ალია
17:44 03-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

რატომ არ გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინა – ეკატერინე ტიკრაძემ “დღის კურიერის” კითხვას, უკავშირდება თუ არა ტელეკამერების წინ აცრის არგაკეთება იმას, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერდა, ტიკარაძემ ასე უპასუხა:

“არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადობაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა.

თუმცა, საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ან ნებისმიერმა საჯარო პირმა, ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა”

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის სიმცირე ვაქცინაციის პირველ დღეს ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება, თუმცა, ტიკარაძის თქმით, პირველი დღისთვის 3000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი უკვე აცრილია. 

“ეს პროცესი რომ იქნებოდა რთული, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება და ჩვენი ექიმებიც, რომლებიც იმყოფებიან წინა ხაზზე, პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი,”- განაცხადა “დღის კურიერში” ეკატერინე ტიკარაძემ.

მართლაც ჩინურ ვაქცინას ელოდება მინისტრი, თუ უბრალოდ, არასახარბიელოდ “იხუმრა”, უცნობია. არაერთმა მინისტრმა გაიკეთა “ასტრაზენეკას” ვაქცინა პირდაპირ ეთერში, საჯაროდ გაიკეთა ვაქცინა უკრაინის პრეზიდენტმაც – არავის უთქვამს, ეს ვაქცინა რომ გავიკეთო, მერე სხვა ვაქცინა როგორ გავიკეთოო… მნიშვნელოვანი სწორედ პირველი ნაბიჯებია! ვაქცინის პროპაგანდაზე წარმოდგენა რომ არ აქვს მინისტრს, პრინციპში, ეს აქამდეც ჩანდა.

ვერ ხვდება, სტიმული რომ იქნება ექიმებისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მიერ ვაქცინის გაკეთება, ვერ იგებს, რა აზრი აქვს გაიკეთებს, თუ არა ვაქცინას და როდის გაიკეთებეს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხვდება, გულწრფელად ვერ ხვდება, ხალხი მისგან რას ითხოვს, კიდევ თუ მოითხოვთ, რამდენიმე დღეში გავიკეთებო… რამდენიმე დღეში რატომ? ხვალ დილით ვერ მოასწრებთ, მინისტრო?

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved