• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია

ალია ავტორი - ალია
13:03 07-19-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
469

 

 

საქართველოში მძღოლებისა თუ ქვეითების გარკვეულ ნაწილს მრავალი მანკიერი ჩვევა ახასიათებს და წესების დარღვევა მათთვის ჩვეული მოვლენაა. სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას ემსახურება „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც მთელ საქართველოში უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა.

 

 

სიმბოლოები როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენ უბიძგებს.

 

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: ,,არსებობს საგზაო წესები და არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ქალაქში გადაადგილებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის შემთხვევაში არ დაგაჯარიმებენ. სწორედ ამ დაუწერელი კანონების აღსაწერად შემოვიღეთ ტერმინი: „საგზაო მოძრაობის კულტურა“. თითოეული ქცევა, „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდის დახმარებით, ალტერნატიულ საგზაო ნიშნად ვაქციეთ და როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს პასუხისმგებლიანი მოძრაობისკენ მოვუწოდეთ“.

 

 

საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება და კამპანიის მთავარი აქცენტებიც საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაკეთდა.

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამოაზრეების შემოკრებას შევძლებთ და ერთად ვიზრუნებთ საგზაო მოძრაობის კულტურაზე – რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“.

საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში, მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმება. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან თითოეულ საგზაო ნიშანს და პასუხისმგებლიანი მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს. კამპანიაში მართვის მოწმობის შემსწავლელი ცენტრებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საგამოცდო მასალებში კულტურული მართვის შესახებ შეკითხვებს ჩაამატებენ და მომავალი მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებენ.

http://

„თეგეტა ჰოლდინგში“ ამბობენ, რომ ეს არაა ერთჯერადი აქტივობა და ეს მასშტაბური კამპანია, მართვის კულტურის შესახებ მათი გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ დასაწყისია. სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები სწორედ პასუხისმგებლიანი კომპანიების და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved