• რეკლამა
  • კონტაქტი
04:24, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იზრდება შანსი ძალიან გაბრაზებული ხალხი ვნახოთ ერთ დღესაც ქუჩაში, რომელსაც ოპოზიცია ვეღარ ეტყვის, სახლში წადიო“ – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
11:33 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც გუშინ განაცხადა რომ „ოპოზიცია ქუჩას კი არა, ფანჩატურსაც ვერ ავსებს“.

„ოპოზიციას ხალხი ვერ გამოჰყავს, ფანჩატურსაც ვერ ავსებს – ეს არის ყველაზე უაზრო არგუმენტი. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად იზრდება შანსი ძალიან გაბრაზებული ხალხი ვნახოთ ერთ დღესაც ქუჩაში, რომელსაც ოპოზიცია ვეღარ ეტყვის, სახლში წადიო. მერე რაღაცების დათმობა და ბარტყების გადმოყრა აღარ იქნება გამოსავალი. ამასთან, ქუჩაში ხალხის რაოდენობა არ განსაზღვრავს პოლიტიკური კრიზისის სიღრმეს. სამწუხაროდ, კრიზისი უმწვავეს ფაზაშია. ხელისუფლებას კი სულ უფრო უჭირს სახელმწიფოს გაძღოლა – პოლიტიკურთან ერთად ქვეყანა იხრჩობა ეკონომიკურ კრიზისში; მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება; ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას; პარლამენტი აღარ არსებობს; ქვეყანას სულ სხვა პირი მართავს სახლიდან, სახელისუფლებო შტოებს კი დამოუკიდებლობის ნასახი არა აქვს; ყველა პარტია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს; ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები; სასამართლო და პროკურატურა დამორჩილებულია; პრეზიდენტის ინსტიტუტი პოლიტიკური პარტიის გაგრძელებაა. ხელისუფლებას დასავლეთიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ კრიზისი მოაგვაროს. ოცნებამ არ მოაგვარა და ჩაშალა მოლაპარაკებები. ყველაფერთან ერთად, შეურაცხყოფა მიაყენა მედიატორსა და მის ხელმძღვანელს. როცა დასავლეთში ამბობენ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და იქვე ყურადღებას ამახვილებენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, ეს ნიშნავს შემდეგს – ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოპოზიცია ჰყავდეს საკანონმდებლო ორგანოში. და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ოცნებამ არაფერი გააკეთოს და ოპოზიცია უბრალოდ დაჯდეს სხდომათა დარბაზში. ამიტომ, როცა ოპოზიციას ახსენებენ, მაშინაც კი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა იგულისხმება. იმედია, დასავლეთის როლი ამ მედიაციით არ ამოიწურება – საბედნიეროდ, ოცნების გადასაწყვეტი არ არის საქართველოს საგარეო კურსი. ვექტორი ხალხმა კაი ხნის წინ აირჩია. არც დასავლეთი მიატოვებს ამ ქვეყანას, რადგან სჭირდება და უღირს. ხელისუფლებისთვის საფრთხე ძალიან დიდია. რაც ყველაზე სამწუხაროა, მხოლოდ მმართველი პარტია კი არა, ქვეყანა დგას კატასტროფული რისკის წინაშე და ესაა პრობლემა. ამ მოლაპარაკებების დროს ოპოზიცია იქცეოდა სწორად, სახელმწიფოებრივად. მზად იყო კომპრომისისთვის. ქართულმა ოცნებამ კი ნაბიჯიც არ გადადგა შეთანხმებისკენ. რა იქნებოდა ამ ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი, სადაც ორივე მხარე ღირსეულად წარდგებოდა საკუთარ ამომრჩეველთან : 1. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენებით თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2. ვადამდელი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე. ანუ გარანტირებული სრული 1 წელი ხელისუფლებაში. 3. ოპოზიციის შესვლა პარლამენტში4. დარჩენილი პერიოდის გამოყენება საარჩევნო რეფორმისთვის. ეს შეთანხმება დაამშვიდებდა ქვეყანას, მაგრამ, სამწუხაროდ, ოცნება მხოლოდ კონფრონტაციაში, პოლარიზაციაში, საზოგადოების გახლეჩაში ხედავს თავისი არსებობის შანსს. უმნიშვნელოვანესი პრობლემებიდან სწორედ ამ მეთოდით გადააქვს ყურადღება მის მიერვე გაღვივებულ ზიზღზე, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, ხალხის მტრებზე. ვინც ქოცი არაა, ყველა ნაცია. ნაცი კი უნდა განადგურდეს, ოღონდ თან უნდა იარსებოს, რადგან მტრის ხატი სჭირდება. აი ასეთი ვითარებაა, ხელისუფლება კი ისევ იმას გაიძახის, ოპოზიცია ფანჩატურსაც ვერ ავსებსო. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აცნობიერებენ რისკებს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved