• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იზორია ქართველ ჯარისკაცებს უშვებდა ცხელ წერტილებში გერმანელების ნაცვლად… ამიტომაც უნდათ იქ ელჩად“

ალია ავტორი - ალია
22:49 01-27-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება, ამის შესახებ თავად იზორია „პოსტვ“-ის გადაცემაში სტუმრობისას აცხადებს. „ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩი. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები. იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა გარკვეული დროც მქონოდა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. თებერვლის მიწურულს იგეგმება ჩემი იქ ჩასვლა და როგორც ელჩის რანგში მოღვაწეობის გაგრძელება“, – ამბობს იზორია.

ის, რომ ლევან იზორიას გერმანიის ელჩად დანიშნავნენ, „ალიას“ ბოლო ნომერში ამტკიცებდა საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფი, ვეტერანი ჯარისკაცი, დავით ნემსაძე და სკანდალურ არგუმენტსაც ასახელებდა. გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან, რომლის სრული ვერსია გაზეთ „ალიაში“ დაიბეჭდა.

დავით ნემსაძე:

– გერმანია იყო წინააღმდეგი, ამ ქვეყანამ დაბლოკა, რომ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო კონტიგენტი შემცირებულიყო, რადგან ჩვენი სამხედროები უზრუნველყოფენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებას, მისი მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას. იზორია და ჩაჩიბაია დათანხმდნენ გერმანელთა წინადადებას. ასევე, ეს ორნი ქართველ ჯარისკაცებს უშვებდნენ ცხელ წერტილებში გერმანელი ჯარისკაცების ნაცვლად. გერმანელები დღემდე მფარველობენ ჩაჩიბაიას და მის ყოფილ თანაგუნდელებს არმიაში. სამწუხაროდ, ასეა, თავდაცვის მინისტრი ხელ–ფეხ შეკრულია და სათანადო გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს გარე ძალების ზეწოლის შედეგად. დიახ, გერმანელები მფარველობენ ლევან იზორიას, რომლის მიზანია, რომ გერმანიაში დანიშნონ ელჩად და ამით პასუხისმგებლობაც აირიდოს და რაც მოიპარა თავდაცვის სამინისტროდან, ასე ვთქვათ, შეირგოს, შერჩეს.

აქ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა ვისაუბრო. საქართველო რომ დავტოვე, ერთ თვეში ლევან იზორია მოხსნეს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. ცხადია, არ ვამბობ, რომ ჩემ გამო მოხსნეს. მე პირნათელი ვარ ქართველ ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან, ჩვენ საზოგადოებასთან. ერთი დღე არ გავჩერებულვარ, მუდამ ვამხელდი ლევან იზორიას კორუფციაში, ბიუჯეტის გამოხვრაში, ნეპოტიზმში, ვამბობდი, რომ იზორია ანგრევდა შეიარაღებულ ძალებს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს, მის სხვა სახის დანაშაულებებზეც ვსაუბრობდი და მხოლოდ ფაქტებით, მყარი არგუმენტებით ვუპირისპირდებოდი იზორიას. ამ ყველაფერის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ფრანგულ მხარეს. მათ შორის, იარაღით საეჭვო ვაჭრობის შესახებ, რომელიც სააკაშვილის დროს დაიწყო და იზორიას მინისტრობისას გრძელდებოდა. მე რომ საფრანგეთში წამოვედი ემიგრაციაში, ერთ თვეში ხომ მოხსნეს იზორია და მერე თავდაცვის სამინისტროში შევიდა აუდიტის სამსახური და 370 მილიონი ლარის გარღვევაც აღმოუჩინეს. ვფიქრობ, გარკვეული წვლილი შევიტანე იმ საქმეში, რომ წურბელა იზორია მოაშორეს შეიარაღებულ ძალებს. ირაკლი ღარიბაშვილსაც მიუძღვის წვლილი, რომ არ შეუშალა აუდიტის სამსახურს მუშაობაში ხელი, არაფერი დამალა და არ დააფარა ხელი იზორიას. თუმცა. იმის ნაცვალად, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო იზორია ამ 370 მილიონის გაფლანგვის გამო, ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და საგარეო დაზვერვის უფროსად გადაიყვანეს. 300 ლარი რომ მოიპაროს ვინმემ ბიუჯეტიდან თუ კერძო პირისგან, მას 3 და 5 წლით გაუშვებენ ციხეში და იზორიას 370 მილიონი აპატიეს და ახალი, მნიშვნელოვანი პოსტიც უბოძეს. ეს არის დანაშული, ასეთი რამ არ ხდება ნორმალურ ქვეყნებში და ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა არ გვაქვს, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ლევან იზორიამ დაიწყო საფრანგეთში ქართველი თარჯიმანების მოსყიდვა. ცხადია, იმ თარჯიმნებს ვგულისხმობ, ვინც ჩემთან არიან შეხებაში, ჩემს მასალებს ფრანგულად თარგმნიან. `ალიას~ მეშვეობით მივმართავ საფრანგეთის საელჩოს საქართველოში. მე საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე, დაუყონებლივ დავტოვე საქართველო, რადგან არსებობდა ჩემი სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. როგორ შეიძლება მოხდეს ისე, რომ აქ, საფრანგეთში, არ ითარგმნოს ბავშვების წამების შესახებ, ფრანგული მხარისთვის, ჩემს მიერ ქართულად მიწოდებული ინფორმაცია? ვლადიმერ ჩაჩიბაიას, სხვათა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია მტკიცებულებებით? ვეკითხები საფრანგეთის საელჩოს, ეს შესაძლებელია? მე გადმოგცემთ დოკუმენტს, რომელიც ფრანგულ ენაზეა შედგენილი. ამ დოკუმენტში ფრანგული მხარე აცხადებს, რომ მასალები თარჯიმანთა ბიუროს მიეწოდა 2 თვით ადრე და მათთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, ეს მასალები დროულად არ თარგმნეს. დამატებით გეტყვით ერთ გარემოებას. როდესაც ოჯახით ჩამოვედი საფრანგეთში და აქ ჩავბარდით, საფრანგეთის შესაბამის სამსახურს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, რამ მაიძულა, დამეტოვებინა სამშობლო. ქართველმა თარჯიმანმა არ თარგმნა ის ნაწილი არც ჩემი, არ ჩემი ოჯახის წევრების ჩვენებებიდან, სადაც საუბარი იყო პოლიტიკურ დევნაზე. ამის შემდეგ რა უნდა ვიფიქრო? გამიზნულად არ თარგმნიან იმას, რაც პოლიტიკურ დევნას ეხება და ამას დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით, ვერც ერთი თარჯიმანი ვერ გააკეთებს. ცხადია, აქ საგარეო დაზვერვის ხელი ურევია და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ვთქვა, რომ თარჯიმნები ამას ქრთამის საფასურად აკეთებენ. 

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

თეგები: დავით ნემსაძელევან იზორია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved