21 სექტემბრის საღამოს მდგომარეობით, იზიუმში მასობრივი საფლავიდან 320 მშვიდობიანი მოქალაქისა და 18 სამხედროს ცხედარია ამოსვენებული. ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის ოლქის პროკურორის ალექსანდრე ფილჩაკოვზე დაყრნობით ავრცელებს.
მისი თქმით, აღმოჩენილია 445 საფლავი, ზოგიერთში 2 ან 4 ადამიანი ერთდროულად იყო დაკრძალული.
“ძალიან დიდი რაოდენობით ცხედარია ამოსვენებული, ნაღმ-ასაფეთქებელი დაზიანებებით, ასევე ბევრი ძვლის მრავლობითი მოტეხილობით და წამების ნიშნებით” – ამბობს ფილჩაკოვსი
მისივე ინფორმაციით, ექსჰუმაციის სამუშაოების დასრულება 23 სექტემბრის დღის ბოლომდე იგეგმება. გარდა ამისა, ჯგუფები იმუშავებენ სხვა ადგილებშიც, რადგან ცნობილია კიდევ 3-5 სამარხის არსებობის შესახებ.
ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იზიუმის რეგიონში ყოველდღიურად სახლების შესასვლელებთან და ნანგრევებში დამარხულ ადამიანებს ხვდებიან.
კომენტარები