• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივნისიდან Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

ალია ავტორი - ალია
11:45 02-22-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Jazeera Airways 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის შემდეგ ბათუმი საქართველოში მეორე მიმართულება იქნება, სადაც Jazeera Airways კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განაპირობა იმან, რომ საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს,“ -განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ინფორმაციით, გალფის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი მზარდია. ქუვეითიდან საქართველოს 2023 წელს 77,392 მგზავრი ეწვია. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან კი ჯამში, საქართველოში, გასულ წელს, 1,094,695 მგზავრი ჩამოვიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved