დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად დღეს, 11 ოქტომბერს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა #სირცხვილიაა.
აქციის მთავარი მოთხოვნა, სახელმწიფოს მხრიდან, დაკავებულების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და განთავისუფლებაა. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები პარლამენტთან 5 საათზე შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს, სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
კომენტარები