• რეკლამა
  • კონტაქტი
23:09, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ივანიშვილთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს და ამისთვის თბილისის მერია 4078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს“ – ირაკლი აბესაძე

ალია ავტორი - ალია
22:07 08-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

 „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

,,ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი ,,ასოციაცია ატუ” სანაპიროზე რესტორანს ააშენებს და ამისთვის თბილისის მერია 4078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს.
რესტორნის აშენება და მისი მართვა საქველმოქმედო საქმიანობა ნამდვილად არაა, ეს ასოციაცია კი, საშემოსავლო სამსახურის ვებ-გვერდზე სწორედ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრშია რეგისტრირებული (იხ. სქრინი). სხვათაშორის, ზუსტად ეს ფონდი ბაკურიანში აშენებს აპარტამენტებს, რაც ასევე ცალსახად არაა საქველმოქმედო საქმიანობა.
ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები აშკარად სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ, ისე რომ მათი ანგარიშები კანონის დარღვევით გასაიდუმლოებულია და გაურკვეველია ვისი ფულით (შემოწირულობით ხორციელდება ეს საქმიანობები), მაგ: შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 452 მილიონი ლარი (!!!) იაფი სესხის სახით (ფაქტობრივად უფასო ფულად) მისცა თავის სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებს.
მერამდენჯერ ვსვამ ამ შეკითხვას, ვისი ფულით ეწევა ბიზნესს (არასაქველმოქმედო) საქმიანობას ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები, რა ფული ტრიალებს იქ: ივანიშვილის?! მისი სანქცირებული რუსი მეგობრების?! ე.წ. შავი ფული?! იქნებ ირანელების ფულიც?!
სანამ ფონდების ანგარიშები საგადასახადო კოდექსის უხეში დარღვევით იმალება და ეს ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, მანამდე ყველა ეს და კიდევ უფრო მწვავე კითხვები სრულიად ლეგიტიმურია.
კიდევ ერთხელ, აშკარად ყურადღება მისაქცევია, ვისი მილიარდები ტრიალებს ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდებში, ხომ არაა ეს ერთ-ერთი შავი ხვრელი სანქცირებული რუსების/ირანელების დასახმარებლად ან/და შავი ფულის გასათეთრებლად…”

თეგები: ირაკლი აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved