• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილს მაგიდაზე აუცილებლად დაუდებენ სიას და ის წითელ წერტილებს დასვამს იმ გვარების გვერდით, ვისი განხილვაც დღის წესრიგიდან მოიხსნება“

ალია ავტორი - ალია
20:37 03-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

თუ ატყობთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის გახდომის შემდეგ, მმართველი გუნდი ლამის ყოველ კვირას პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომას მართავს. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ – ეს იმისთვის ხდება, რომ კობახიძის სერიოზულად აღქმა მმართველ გუნდში ყველას უჭირს და რაც მთავარია, ისინი მას უბრალოდ არ ემორჩილებიან. ამიტომ, ყოველი პოლიტსაბჭოს შემდეგ მიბმული უმრავლესობის სხდომა ერთადერთ რამეს ემსახურება – დეპუტატებს მაგიდაზე მუშტი უნდა უბრახუნონ და აუხსნან, რომ თვითშემოქმედებასა და დამოუკიდებელ მოქმედებას შეეშვან. პარალელურად, შაბათს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ისიც ითქვა, რომ დეპუტატებმა მაქსიმუმ 15 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ იმ ადამიანების სიები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოს თავმჯდომარეებად ან მერებად განიხილავენ. პარალელურად, ასეთი სიები უნდა მიიტნოს ადგილებზე პარტ-აქტივმა, სიამ უნდა გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის კონტროლი და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული. დეპუტატები ითხოვენ, რომ მათ მიერ დასახელებული კანდიდატები, უპირობოდ დამტკიცდნენ, რასაც პოლიტ-საბჭო არ ეთანხმება. პოლიტ-საბჭოში ყველაზე კარგად იციან, რომ კანდიდატები საბოლოოდ „პოლიტიკიდან წასულ“ ბიძინა ივანიშვილთან უნდა შეათანხმონ.

„კანდიდატთა სიასა და რეკომენდატორებს ივანიშვილს მაგიდაზე აუცილებლად დაუდებენ და ის წითელ წერტილებს დასვამს იმ გვარების გვერდით, ვისი განხილვაც დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამ შემთხვევაში მთავარი არა კანდიდატი, არამედ რეკომენდატორი იქნება. ივანიშვილი კიდევ ერთხელ აღარ შეცდება და მხოლოდ ერთ ადამიანზე არ ჩამოკიდებს ყველა კანდიდატს, ანუ ის გადაანაწილებს რეკომენდატორებს და ყველას გარკვეულ კვოტას მისცემს – კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ანი დვალიშვილი, „ალია“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved