• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილს და ღარიბაშვილს რომ უთხრა, ციხეში მოგიწევთ ჯდომაო, სასაცილოდ არ ეყოფათ… ესე იცინოდა სააკაშვილიც…“ – ზაზა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:44 12-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

– ისე, რაც ამ პროკურატურამ და სასამართლომ დამართა სააკაშვილს, სხვას არ უნდა დააბრალოს. პროკურატურისა და სასამართლოს ეს მახინჯი სისტემაც მისი შექმნილია, მისი დანიშნულები და დაწინაურებულები არიან პროკურორები და მოსამართლეები, რომელთაც ბრალი დასდეს, გაასამართლეს და დღესაც ასამართლებენ. იმას არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. არა, დამნაშავედ მიმაჩნია და სასჯელიც უნდა მოიხადოს, მაგრამ ღირსეულად. მას კი ღირსეულად გასამართლების უფლება წაართვეს და ეს მისი ბრალიც არის. მან შექმნა ეს სისტემა და ივანიშვილმა შეინარჩუნა. გახსოვს, სააკაშვილის რეჟიმის დროს, მინიმუმ, ხუთჯერ მაინც მაქვს „ალიასთან“ ნათქვამი ინტერვიუებში, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის სხვა მაღალჩინოსანთა დანაშაულებრივ საქმეებს, მისივე პროკურორები გამოიძიებდნენ და მისივე მოსამართლეები დასჯიდნენ?! ასეც მოხდა. ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და სხვები, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა დასაჯეს, ვინც მათი ზეობის დროს, უდანაშაულო ადამიანებს აუბედურებდა. ახლა ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები – ეს „მურუსიძეების“ სასამართლო გაასამართლებს მასაც, ღარიბაშვილსაც და ამ ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს, ვისაც დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. 

…პოლიტიკური ნიშნები სააკაშვილის გასამართლების საქმეში აშკარაა. სხვას თავი დავანებოთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების განცხადებები გაიხსენე. ბიძინა ივანიშვილს რადგან ბევრი ფული აქვს, ჰგონია, რომ მას ვერასდროს ვერავინ შეეხება. ასე არ არის. ვანო მერაბიშვილისთვის რომ გვეთქვა, როდესაც ხელისუფლებაში იყო, 8 წელი ციხეში ჩაჯდებიო, ხომ ჩაგვცხებდა თავში „დუბინკას“? ახლა ივანიშვილს და ღარიბაშვილს რომ უთხრა, ციხეში მოგიწევთ ჯდომაო, სასაცილოდ არ ეყოფათ. ეგრე იცინოდნენ მერაბიშვილი, სააკაშვილი, ბაჩო ახალაია… ესენიც, „ნაციონალებივით“ ფიქრობენ, რომ მუდამ ხელისუფლებაში იქნებიან. სააკაშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილება საბრალდებო დასკვნა იქნება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის. სააკაშვილისთვის და მისი რეჟიმისთვის სანდრო გირგვლიანის საქმე იქცა საბრალდებო დასკვნად და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის სააკაშვილის საქმე გახდება. მე მინდა, ერთი ფაქტი გაგახსენო. ივანიშვილზე გავლენიანი ოლიგარქია მილიარდელი რომან აბრამოვიჩი. ამ კაცმა ინგლისის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ იყიდა. მილიარდზე მეტი ჩადო კლუბში. „ჩელსის“ მოაგებინა ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონობა და ჯამში, 15 ტიტული. აბრამოვიჩს „ჩელსის“ ფანები აღმერთებენ. თან, „ჩელსი“ ლონდონის გუნდია და ითვლება ლონდონის არისტოკრატთა გუნდად. „ჩელსის“ „არისტოკრატებსაც“ ეძახიან მეტსახელად. მთელი ლონდონის არისტოკრატია მოიმადლიერა აბრამოვიჩმა და მათ წრეში საპატიო ადგილი დაიკავა. ის ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ერთად სადილობდა და ეს ცნობილი ფაქტია. ინგლისში ფეხბურთი რელიგიასავით არის და მოკლედ, აბრამოვიჩს ხელის გულზე ატარებენ ამ ქვეყანაში. დასავლეთმა სანქციების დაწესება რომ გადაწყვიტა რუსი ოლიგარქებისთვის და აბრამოვიჩიც მოხვდა ამ სიაში, მაშინ “ჩელსის“ ინგლისის თასის ფინალი ჰქონდა სათამაშო და აბრამოვიჩი იმ დროს ევროპაში იმყოფებოდა. ინგლისის ხელისუფლებამ აბრამოვიჩი არ შეუშვა ქვეყანაში, რომ საკუთარი გუნდის თამაშს დასწრებოდა. კაცი, რომელიც ყველაზე მიღებული უცხოელი იყო ლონდონში, ინგლისში ვერ შედიოდა კარგა ხანს. აბრამოვიჩი ებრაელია, მიიღო ისრაელის მოქალაქეობა და რაღაცნაირად გადაურჩა სანქციებს. ივანიშვილი არ არის აბრამოვიჩის დონის ოლიგარქი. არც აბრამოვიჩის დონის ახლობლები ჰყავს ევროპულ თუ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში. მას დიდი პოლიტიკური თამაშები მხოლოდ რუსეთში უთამაშია და ეს არაფერს ნიშნავს დასავლეთისთვის. პირიქით, უცხოელი პოლიტიკოსების თვალში ეს მინუსია. ეს უნდა იყოს მესიჯი ივანიშვილისთვის. ზუსტად ვერ გეტყვი, როდის იქნება, მაგრამ ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას, დასავლეთი სანქციებს დაუწესებს. ამხელა სისულელეებს არ აკეთებდა ივანიშვილი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო. უსუფაშვილი ჯიუტი და ღირსეული კაცია და როგორ გულითაც არ უნდა სდომებოდა ივანიშვილს, არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მერე სამასხარაოდ გაეხადა საქმე. ირაკლი ალასანიაც აკლია ივანიშვილს, ისიც დიდ წინააღმდეგობას უწევდა და  სერიოზული პოლიტიკური ძალა იყო მის გუნდში. ახლა ვინ დარჩა გვერდით? ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მის ყველა უგუნურ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებს, ზედ კიდევ თავის უგუნურებას უმატებს. ირაკლი კობახიძე კი სრული გაუგებრობაა, რომელიც დილით ერთს იძახის, საღამოს მეორეს და მისი ყველა განცხადება ხალხის გახლეჩვას, ურთიერთდაპირისპირებას უწყობს ხელს. ამ ხალხმა, კიდევ სხვებმა გადაჰკიდეს დასავლეთი ივანიშვილს. ყველა გაყარა, ვინც ნამდვილი პოლიტიკოსი იყო. ახლა ღარიბაშვილი, კობახიძე და სხვა გაუწონასწორებელი ადამიანების ხელით მართავს ქვეყანას. ამას უყურებს მთელი მსოფლიო და არა მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს. დასავლეთი მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ ამათი თავგასულობა აღკვეთოს. როდის? ამას დრო დასჭირდება და სანქციებსაც დაადებენ და სხვა ღონისძიებებსაც გაატარებენ. იქნება დაგვიანებული, მაგრამ ძალიან მკაცრი რეაქციები. ბოლოს და ბოლოს, მთელი ჩვენი საბანკო სისტემა მიბმულია ამერიკისა და ევროპის საბანკო სისტემაზე, ადგებიან და ლარს ქაღალდად აქცევენ, გააუფასურებენ ერთი დოლარი 10 ლარი ეღირება. ჩამოშლიან მთელ ეკონომიკას. ამას რა მოჰყვება? ეკონომიკის სრული კოლაფსი და რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხს? აუჯანყებენ ხალხს ხელისუფლებას, თუ მოინდომეს. რა, ჯერ არ უქნია ეს დასავლეთს სხვა და სხვა ქვეყნებში და აქაც იგივე არ გაუკეთებიათ? ეს არ ესმის არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის გარემოცვას. ვერ ხედავენ ამ და სხვა საფრთხეებს.

თეგები: ზაზა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა
ახალი ამბები

ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა

17:02 05-19-2025
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

15:38 05-19-2025
თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს
ახალი ამბები

თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს

14:47 05-19-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved