პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილს “არ აღმერთებდა”.
“ბიძინა ივანიშვილი არ არის მესიაც და კულტიც?”- მიმართა “რეაქციის” წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ ექსპრემიერ გახარიას, რაზეც გახარიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ პატივისცემა მქონდა.
,,ჩემთვის არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი… არ ვაღმერთებდი და მე თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემს მიერ აღიარებული პატივისცემა იყო”, – თქვა გახარიამ.
კომენტარები