,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პრობლემებს ფრანგი მილიარდერის, პინოს, საშუალებით აგვარებს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პინო იყო ის შუამავალი, ვინც საფრანგეთის მოქალაქეობა ააღებინა ივანიშვილს და მას ბევრი პოლიტიკური პრობლემაც გადაუწყვიტა.
ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა იყიდა მილიარდერ პინოს მეშვეობით, ეს ის ოლიგარქია, ვინც აფინანსებს ფრანგულ მმართველ პოლიტიკურ ელიტას. სწორედ პინო იყო შუამავალი ემანუელ მაკრონთან ამ საშინელებისთვის, რასაც წარმოადგენს ეს ჭორვილელი ავაზაკი, საპატიო ლეგიონერის წოდების მოსანიჭებლად და შარლ მიშელის ჩამოსაყვანად საქართველოში, რომელმაც ივანიშვილის რეჟიმი გადაარჩინა.
მეტი არაა ჩემი მტერი, მან ჩვენს ხალხზე, ქვეყანაზე იფიქროს. ივანიშვილს თავისი ქვეყანა და ხალხი არჩეული ჰყავს კაი ხანია და მას ჰქვია მწვანე დოლარი – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემა ,,დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” სტუმრობისას.
კომენტარები