ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი TV პირველის ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს – ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმის“ კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, გუშინ საღამოს, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე შეკვეთილში დაიბარა.
მისი თქმით “ქართული ოცნების” დამფუძნებელი “გადაფსიხებულია”, რადგან “ძალიან კარგად იცის, რომ “შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილი გახდეს და დაიჭირონ”.
ივანიშვილმა, რომელიც გადაფსიხებულია, კობახიძე შეკვეთილში დაიბარა, მან [ბიძინა ივანიშვილმა] ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ეს დასკვნა მისთვის. სულ ვამბობდი, ვხუმრობდი, რომ სანქციების გარდა, არსებობს წითელი ცირკულარი ივანიშვილი იმდენს იზამს, რომ ამასაც მიაღწევს-თქო და მგონი, მიაღწია. მან ზუსტად იცის, რომ შესაძლოა გახდეს საერთაშორისო დამნაშავე, საერთაშორისო ძებნილი და დაიჭირონ და ჰააგას, ან რომელიმე ქვეყნის იურიდიქციას გადასცენ. კობახიძე და მისი გუნდი ამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდა ივანიშვილს, რომ ეუთოსთან მუშაობდნენ, რომ ვერაფერს დაწერდნენ. საბოლოოდ კი დაიდო დასკვნა.
რაც შეეხება კობახიძიეს ის არის, მანიაკი, სადისტი, პირდაპირრუსია, ეფ-ეს-ბე-სთან მიბმული, მას ეუთოს დასკვნა ფეხებზე კიდია და გააგრძელებდა ასე, მაგრამ ივანიშვილისთვის არ არის სულერთი. ამაზე მოხვდა კობახიძეს – მიდი ახლა და რამე ქენიო”- ამბობს ჟურნალისტი.














კომენტარები