• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, კვირა, 15 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილმა განკარგულება უკვე გასცა – რომელ მაღალჩინოსნებს დასჯიან?

ალია ავტორი - ალია
22:37 01-14-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

ახალი წელი დაიწყო იმით, რაზეც მაშინ ვწერდით, როცა დავით სერგეენკო თანამდებობიდან წავიდა. სწორედ „ალიამ“ დაწერა პირველად, რომ 2020 წელს, ცე ჰეპატიტის პროგრამა აღარ გაგრძელდებოდა და მაშინ ამ სფეროს ექსპერტებმა ჯვარზე გაგვაკრეს, აქაოდა, ამერიკული პროგრამაა, ფული და წამლები უკვე გადმორიცხულია, საქართველოს ვინ კითხავსო. აგერ ბატონებო, ჩვენი წყაროს ინფორმაცია გამართლდა და მიზეზი, რომელიც მაშინ დავასახელეთ, ასი პროცენტით აცხადდა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ძალიან მალე, დეფიციტი გახდება სიმსივნით დაავადებულთათვის გადასასხმელი წამალი, ე.წ. „ქიმია“, რადგან… კონკრეტული პირების ინტერესის გამო, ამ პრეპარატის შემომტანებს, საბაჟოზე რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების წამალი გაუჩერეს, ახალ შემომტანს კი იგივე ხარისხი ვერ შემოაქვს, შემოაქვს უხარისხო წამალი, რომელიც სიმსივნით დაავადებულებს არ სურთ და მართალია, ჯერჯერობით „ჭიდაობა“ მხოლოდ ექიმების დონეზე მიდის, მაგრამ მალე ხმაური აუცილებლად ატყდება და მერე ხელისუფლებას იმის ახსნა მოუწევს, რატომ არის მეოთხე თვეა მილიონობით ღირებულების კარგი წარმოების პრეპარატები დაპატიმრებული.

წესითა და რიგით, გახარიაზე თხრობით უნდა დაგვეწყო მიმდინარე წელი, რადგან მოქმედ პრემიერზე ამბობენ, მალე თანამდებობას დატოვებსო. უფრო კონკრეტულად კი, ეს „მალე“ მიმდინარე თვის ბოლო უნდა იყოს, მაგრამ…

„სახელისუფლებო გუნდში სერიოზული დაძაბულობაა, მაგრამ ეს არ უკავშირდება პრემიერს. რამდენიმე ჯგუფი ცდილობს, საკუთარი პოზიციები გაიმყაროს და მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ის კადრი წარადგინოს, რომელიც მას აწყობს. საქმე ისაა, რომ ივანიშვილმა უკვე გასცა განკარგულება, წინასაარჩევნოდ არაერთი ჩინოვნიკი სამაგალითოდ დაისაჯოს, რადგან ხალხმა იგრძნოს, რომ ხელისუფლება ძლიერია. სწორედ ამიტომ, მთავარი პროკურორის სავარძელი არათუ განხეთქილების მიზეზია, არამედ სერიოზული დაპირისპირების საბაბიც. ამის გამო დაეტაკნენ გახარიას, მაგრამ რეალურად მას მთავარი პროკურორის ინტერესი არ აქვს. პრემიერმა კარგად იცის, რომ მას მთავარ პროკურორს არავინ დაანიშნინებს და ამიტომ, არ ერევა. მთავარი პროკურორი გახარიას კადრი რომ გახდეს, მას ძალიან დიდი ძალაუფლება ჩაუვარდება ხელში, ამას კი ივანიშვილი არ დაუშვებს. ამიტომ, პრემიერი არ შეიცვლება, რადგან ბატონმა ბიძინამ ყველაზე კარგად იცის, რომ ის არაფერ შუაშია და ვიღაცეების არასწორი ფიქრების გამო, პრემიერს არ შეცვლის. მითუმეტეს, რომ ამომრჩეველში გახარიას თავის წინამორბედზე ბევრად დიდი ავტორიტეტი აქვს“, – გვითხრა „ოცნების“ მაღალჩინოსანმა.

საგაზაფხულო სესია პარლამენტმა ოფიციალურად 4 თებერვალს უნდა გახსნას, მაგრამ რიგგარეშე სხდომა 17 იანვარს ჩატარდება. ერთი შეხედვით, პარლამენტის ბიუროზე სერიოზული საკითხები არ განიხილეს და სესიის ნაჩქარევად მოწვევის საბაბიც არ არსებობდა, მაგრამ სწორედ ამ სესიაზე იმსჯელებენ მომავალ პროკურორზე და არ გამორიცხოთ, კანდიდატად ისეთი კაცი დაასახელონ, ვისაც საერთოდ არავინ ელის. საუბარი კი…

„ის, რომ გიორგი ბადაშვილს ამ თანამდებობაზე დაბრუნება არ სურს, ადრე გითხარით. ეს საკითხი ჯერ კვლავ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან, მაგრამ ბადაშვილს მაინც არ უნდა ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ შესვლა. ყველაზე რეალური ამ ეტაპზე აბულაძის კანდიდატურაა. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოქმედ შეფს, არაერთ მაღალჩინოსნის „ცოდვაზე“ მიუწვდება ხელი და ამიტომ, ივანიშვილი წინააღმდეგი არ არის, რომ აბულაძემ აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს, თუმცა აბულაძეს ივანიშვილის გარემოცვაში არ ჰყავს დიდი მხარდამჭერები, რადგან რამდენიმე მათგანს ეჭვი აქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აბულაძე მათ არ დაინდობს. ამიტომ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ უდიდესი ალბათობით, გენერალური პროკურორი სწორედ აბულაძე გახდება“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.

მართლაც და, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წელია, აბულაძე ამ თანამდებობას იკავებს, მისი სახელი რაიმე სკანდალებთან კავშირში არასდროს გაჟღერებულა და რაც მთავარია, ის ყოველთვის უხმაუროდ აგვარებდა ყველა საქმეს. შესაბამისად, საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი განწყობა არ არის, არც პოზიტიური, არც ნეგატიური და ივანიშვილს ახლა სწორედ ასეთი კადრი სჭირდება, კაცი, რომელზეც ვერც კარგს იტყვიან და ვერც ცუდს. აბულაძე ამ მოთხოვნას იდეალურად ერგება, თუმცა რამდენად მოერევა ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას, ეს ცალკე თემაა. როგორც გვეუბნებიან, ბატონი ბიძინას კარზე რამდენიმე ჯგუფი იმდენად გაძლიერდა, რომ მათ კონტროლს „ოცნების“ თავმჯდომარე ვეღარ ახერხებს, ხმაურის ატეხვა კი წინასაარჩევნოდ არ სურს. შესაბამისად, მათი დასჯა თუ დასუსტება არჩევნების შემდეგ არის დაგეგმილი, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად მივა არჩევნებამდე საკუთარი სიით ივანიშვილი. იმ სიით, რომელიც უკვე შედგენილია და რომლის არსებობაც ათამდე ადამიანმა იცის. უფრო სწორედ, არსებობა კი არა, ამ სიის შემადგენლობა, ანუ იმ მაჟორიტარების ვინაობა, რომლებიც 2020 წელს კვლავ შეეცდებიან დეპუტატის მანდატის მოპოვებას.

ყველაფერთან ერთად, სერიოზულ პრობლემად რეგიონები არის ქცეული. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პირველი პირები მიხვდნენ, რომ ივანიშვილს ახლა მათთვის არ სცხელა და ამიტომ, ფულის კეთება დაიწყეს. ფულის კეთებაში კი ტენდერებს ვგულისხმობთ. სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენთან კითხვის ნიშნები რომ არ გაუჩნდეთ, სქემას მოვყვებით, შემდეგ თავად შეამოწმონ და ნახავენ, სად რა ხდება. მოკლედ, ვთქვათ ცხადდება ტენდერი 1 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულებაზე. კონკრეტული ფირმა შედის ამ ტენდერში და აკლებს 20 ათას ლარს, ანუ იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ სამუშაოს შეასრულებს 980 ათას ლარად. რა თქმა უნდა, აღნიშნული კომპანია ტენდერში ვერ იმარჯვებს, რადგან როგორც წესი, ღია შეჯიბრითობის დროს, სატენდერო თანხას ათი პროცენტი მაინც აკლდება. იგებს სხვა კომპანია, ის კი, რომელმაც მხოლოდ 20 ათასი დააკლო, გადის მესამე, მეოთხე ან მეხუთე ადგილზე. შემდეგ იწყება საბუთების შემოწმება და აღმოჩნდება, რომ ყველა სხვა კომპანიას საბუთები წესრიგში არ აქვს და საბოლოოდ გამარჯვებულად სასურველი კომპანია ცხადდება. შედეგად, მუნიციპალიტეტების პირველი პირები თავდაპირველი სატენდერო თანხის 10%-ს ქეშად იღებენ და თან ჩატარებული სამუშაოების ხარისხზეც თვალს ხუჭავენ. ჰოდა, სამართალდამცავებს მარტივად შეუძლიათ გადაამოწმონ, როგორ მოიგეს კომპანიებმა ის ტენდერი, რომელშიც ხანდახან მეშვიდე, მერვე და მეცხრე ადგილზე გავიდნენ და „აღმოჩნდა“, რომ ყველას, ვინც მათ წინ იყო, დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა.

მოკლედ, საბანს ყველა თავისკენ ექაჩება და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეს საბანი გაიხეს. აი, ვისი შიშველი სხეული გამოჩნდება მერე, ყველა ერთად ვნახავთ. მანამდე კი, დაველოდოთ 17 იანვარს და უმრავლესობის მიერ გამზადებული განცხადებების გაჟღერებას. ჰო, ოპოზიცია 17-ში პროტესტს კვლავ გეგმავს, მაგრამ ვიყოთ რეალისტები – არანაირი ადამიანური რესურსი ოპოზიციას უბრალოდ არ აქვს და უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ხალხს ქუჩაში ოპოზიციის მოწოდების გარეშე გამოიყვანს. აი, ეს რაღაც კი ეგებ მარტში იყოს. მაინც ხომ იცით, მარტი ცოტა უცნაური თვეა, არეული…

ანი დვალიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი – თიბისი
ახალი ამბები

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი – თიბისი

15:16 06-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved