მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,დავოსში გაიხსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. იყო დრო, როცა საქართველო ამ ფორუმის სუპერვარსკვლავი იყო. ეს იყო ჩემს დროს, როცა საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი და შედიოდა მსოფლიოს პირველ ათეულში, ბიზნესის კეთების თავისუფლების კუთხით.
2013 წელს ივანიშვილმა დავოსში შეკრებულთ შეატყობინა, რომ თურმე ჩემი მიღწეული რეიტინგები სულ ტყუილი იყო და მეც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მსოფლიოს სიცრუეში ვაცხოვრებდით, ეს იყო წარმოუდგენელი ზიანის მიყენება საქართველოსთვის .
საბედნიეროდ ბოლო წლები მას და მის შნირებს აღარ პატიჟებენ ფორუმზე. ამასაც მოხერხება უნდა, დავოსის ორგანიზატორები სიამოვნებით იღებენ ფულს მსოფლიოს ბევრი საეჭვო, სუნიანი რეჟიმისგან და პატიჟებენ მათ. სრულიად ტოქსიკური უნდა იყო, რომ შენგან ფული არ აიღონ და ასეთი მსოფლიოში ათამდე ქვეყანაა. ამათ მოახერხეს ამ კატეგორიაში მოხვედრა
მე არ ვაპირებდი 2012 წელს თანამდებობაზე დარჩენას, მაგრამ ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩემი კურსი გაგრძელებულიყო.
ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო დღეს ჩვენ სინგაპურზე უკეთესი რეპუტაცია გვექნებოდა.“














კომენტარები