• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილისთვის მოპარული $400 მილიონი და ღარიბაშვილის საფოსტო არქივი მტკიცებულების სახით – ბერმუდის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილების დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:34 02-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატა საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის – ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ ორგანიზაციას შორის მიმდინარე დავას განიხილავს. ეს დავა შვეიცარიასა და სინგაპურში მიმდინარე პროცესის ნაწილია და ის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ მრავალმილიონიან თაღლითურ საქმიანობას უკავშირდება.

ბერმუდის კუნძულების სასამართლოს მიერ 2020 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნებული შუალედური გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროცესში მტკიცებულებების სახით დოკუმენტების მნიშვნელოვანი არქივი წარადგინა, მათ შორისაა მისი ყოფილი ასისტენტების – ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი ბაჩიაშვილის სრული საფოსტო არქივი, რომელიც Credit Suisse-სთან ურთიერთობას ეხება.

ელექტრონულ ფოსტასთან ერთად, წარდგენილია საქმესთან მიმართებით მათ კომპიუტერებში არსებული ფაილებიც. იმ პერიოდში, როდესაც პატრიკ ლესკადროს თაღლითური სქემა მიმდინარეობდა, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ასისტენტი და “ქართუ ჯგუფის” ერთ-ერთი აღმასრულებელი იყო, გიორგი ბაჩიაშვილი კი მის საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობდა.

როგორც სასამართლო მასალებშია წარმოდგენილი, Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელისთვის მტკიცებულებების შეგროვებისთვის ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა შეისწავლეს ათასობით დოკუმენტი და მათგან მტკიცებულებებისთვის შეკრიბეს ისინი, რომლებიც შვეიცარულ ბანკთან ურთიერთობას ეხებოდა.

დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Creidt Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

ბერმუდის კუნძულების უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ, 2020 წლის 11 თებერვალს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება პროცესზე “ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ” და საკუთარი განჩინებით, შვეიცარიულ ბანკს პროცესთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების გამჟღავნება დაავალდებულა.

Credit Suisse-მა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რასთან დაკავშირებითაც 2020 წლის 7 ოქტომბერს სასამართლომ დაასკვნა, რომ საკითხს წარმოებაში არ მიიღებდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს მონაცემების გამჟღავნება დაევალა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ Credit Suisse -ი ამ საქმეში მონაცემების წარდგენას განგებ აჭიანურებს. ბანკი ამ გაჭიანურებას კოვიდ19-ის პანდემიას უკავშირებს, თუმცა მოსამართლის შეფასებით, პანდემია მონაცემების წარმოუდგენლობის გამართლება არაა. ამასთან, ბანკი დავობს, რომ საბანკო საიდუმლოების შესახებ შვეიცარული კანონის დასაცავად, ისინი იმ მონაცემებიდან, რომელთაც ბერმუდის კუნძულებზე წარადგენენ, ინფორმაციას ნაწილობრივ დაფარავენ. ამას კი ივანიშვილის იურისტები ეწინააღმდეგებიან.

ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, “რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ” – 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან თქვა ივანიშვილმა.

თავად Credit Suisse-ი ამ და კიდევ რამდენიმე სხვა სკანდალის გამო, რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგა, 2020 წლის თებერვალში ბანკის CEO ტიდჯანე თაიმი თანამდებობიდან გადადგა.

2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მილიარდერების, მათ შორის ვიტალი მალკინის – ყოფილ პირად ბანკირს, პატრის ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მისი კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.

ამ მასალას “forbes”-ი 2012 წლის 18 იანვარს აქვეყნებს.

ის, რომ ღარიბაშვილმა მაშინ დატოვა ხელისუფლება, 2015 წელს, როცა ივანიშვილმა მისი მილიონების მოპარვის შესახებ შეიტყო – ალბათ, დამთხვევაა, რა გითხრათ. როდის დარწმუნდა ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილს მისი ფული არ მოუპარავს და ემთხვევა თუ არა ეს თარიღი 2019 წელს, ანუ, იმ პერიოდს, როცა ღარიბაშვილი მთავრობაში დაბრუნდა – ვერც ამას გეტყვით, მაგრამ ღარიბაშვილს მთელი თავისი საფოსტო არქივის გადაცემა რომ მოუწია ივანიშვილისთვის – ფაქტია.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბევრ ქართველ ჩინოვნიკს და ბევრი ქართველი ჩინოვნიკის ოჯახსა და ახლობლებს ადანაშაულებენ ქურდობაში, თუმცა, ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულის მოპარვას ივანიშვილი გადაცდომას ეძახის, აი, მისი ფულის მოპარვა კი სხვა საქმეა. ბიუჯეტის ფულის მოპარვა შეგიძლია გამოისყიდო თანამდებობიდან გადადგომით, სხვა ქვეყანაში ელჩად წაბრძანებით, მონასტერში წასვლით და ა. შ. მაგრამ ივანიშვილის ფულის ქურდი, მწარედ დაისჯება!

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved