• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფა“ – გიორგი გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
16:16 08-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესს და ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობას პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია გაეცნო.

გიორგი გამსახურდია ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლ-მუზეუმისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და პროექტის ეროვნულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პირველად ამ ადგილას 1999 წელს ვიყავი, ეს იყო ზამთრის პერიოდი და იავარქმნილი იყო გარშემო ყველაფერი, იმ პერიოდის შესაბამისად. მაშინდელი ხელისუფლება ამით დიდად არ იყო დაინტერესებული, შემდეგშიც ის უყურადღებობა და ჩვეული სტილი გაგრძელდა ყველანაირი ცვლილების გარეშე. ბევრი მქონდა ამ ბოლო დღეების მანძილზე ნანახი ტელევიზიების მეშვეობით და ჩემი მეგობრების მონაყოლიც ბევრი მქონდა გაგონილი აქ არსებულ მდგომარეობაზე. პირველ რიგში, ეს არის ის მამულიშვილური საქმე, რომელიც ბატონმა ბიძინამ განახორციელა. ეს პროექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეგიონული თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი აქცენტი რაც მე დავინახე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრიდან, ეს არის, რომ მისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფა. ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, „ტაძრის“ ამ ფორმით აღდგენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება-შენახვა მნიშვნელოვანია. თავისთავად ცხადია მადლობა მას და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის მარტში იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებასაც დაჰპირდა. ბაღის მშენებლობა „ქართუმ“ უკვე დასრულდა, სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები კი, აქტიურად მიმდინარეობს, იქვე მოეწყობა დასასვენებელი პარკი.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

თეგები: გიორგი გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved