• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს „ნაცებს“ და მისცემს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს!“-ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
12:50 03-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
339

„დღეს ელენე ხოშტარია და მისი მიმდევარი ხოშტერისტები გვთავაზობენ ახალ ლოზუნგს „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს საქართველოს!“ სინამდვილეში ამ ლოზუნგის ქვეტექსტი ასეთია: „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს „ნაცებს“ და მისცემს მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს!“ – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

„რა არის ხოშტერიობა?! ალბათ ბევრს ახსოვს ძველი ლოზუნგები – „ამერიკა გადაგვარჩენს!“ „ევროპა გადაგვარჩენს!“ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს!“, „სოფელი გადაარჩენს საქართველოს!“ და ა. შ. დღეს ელენე ხოშტარია და მისი მიმდევარი ხოშტერისტები გვთავაზობენ ახალ ლოზუნგს „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს საქართველოს!“ სინამდვილეში ამ ლოზუნგის ქვეტექსტი ასეთია: „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს ნაცებს და მისცემს მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს!“ ამიტომ მიმართეს ხოშტერისტებმა მსოფლიოს მამებს: „დეიდებო, ბიძიებო, თქვენი მუხლების ჭირიმე, საქართველოს ერთი ბოროტი გველეშაპი შემოხვევია, ახრჩობს და ანადგურებს, გვიშველეთ რამე, დაადეთ სანქციები მის ქონებას და ივერიაც გაბრწყინდება!“ (ქვეტექსტით: ნაცები გავბრწყინდებით) ნაცების დროსაც ეს „გველეშაპი“ ქველმოქმედებას ეწეოდა, ხალხს ეხმარებოდა, პოლიტიკაში ერეოდა, 2003 წლის გადატრიალებაში (ზოგისთვის „ვარდების რევოლუციაში“) თავისი წვლილი შეიტანა. „რეფორმატორების“ ლოზუნგებით მოხიბლულმა ივანიშვილმა, „ნაცებს“ სახელმწიფო რეფორმები (პოლიციის, არმიის და ა. შ.) დაუფინანსა. პირველ წლებში მინისტრებს ხელფასები უხადა. ამ დროს ივანიშვილი პატრიოტი და ქველმოქმედი იყო.

მას შემდეგ, რაც ბიძინამ დაინახა ნაცების ბუნება, მათი ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმად ჩამოყალიბება, გაემიჯნა მათ და საზოგადოების ლიდერად იქცა. ხოშტერიებმა მას „პუტინის ნდობით აღჭურვილი ოლიგარქი უწოდა“ მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ის ნაცებისთვის მონსტრი და სისხლისმსმელი ურჩხული. სანამ ნაცებს აფინანსებდა „ფულს სუნი არ უდიოდა“. მაგრამ გამოხდა ხანი და პატრიოტი ქველმოქმედი „უბოროტეს მონსტრად“ გადაიქცა და უცებ გახდა „პუტინის მონაც“, „რუსი ოლიგარქიც“, „ქვეყნის მტერიც“ და თურმე მის ფულს დღეს სუნიც აუვიდა.

ქვეყნის გადამრჩენი პატრიოტი ხოშტერიები დიდი ენთუზიაზმით აწერენ ხელს ივანიშვილის სანქცირების პეტიციაზე და უმტკიცებენ მსოფლიოს, რომ 2012 წლამდე საქართველო იყო ნათელი და პროგრესული, ხოლო „ურჩხულის“ მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ჩაესვენა მზე დემოკრატიისა, სიკეთისა და სიყვარულისა, რომ საქართველო ერთი პირის საწარმოა, რომ მხოლოდ გველეშაპი ბიძინას ნებით ხდება ყველაფერი, რომ ის აყალბებს არჩევნებს, ყველას ატყვევებს და ასამართლებს პოლიტიკური ნიშნით, რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის დაძვრენაში. არადა, მართლაც ხო შტერი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ ხვდებოდე ელემენტარულს: თუ შენი ქვეყანა ურჩხულისგან დაპყრობილია, თუ ეს ურჩხული ყველა არჩევნებს აყალბებს (თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლები სხვას ამბობენ), თუ არც დემოკრატია გაქვს, პოლიტპატიმრებიც გყავს, თავისუფალი არც სასამართლო გაქვს, არც პოლიცია და არც პროკურატურა, არც საბაზრო ეკონომიკა გაქვს და საერთოდ, დაქცეული ქვეყანა ხარ, როგორ მოითხოვ, რომ ასეთ ქვეყანას მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? ან იქნებ მთლად შტერიც არა ხარ, თავს იშტერებ მხოლოდ და სწორედ იმიტომ ადგენ პეტიციას, რომ შენმა ქვეყანამ ეს სტატუსი არ მიიღოს. როცა ვიხსენებთ, რომ ქ-ნმა ხოშტერიამ განათლება დიდ რუსეთში, კერძოდ კი МГИМО-ში მიიღო, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, იქნებ სწორედ იქ ასწავლეს, როგორ უნდა აკეთოს ანტიქართული საქმეები, პატრიოტიზმის სახელით“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved