• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში – ინტერნეტში ოლიგარქის აუდიო-ჩანაწერი ვრცელდება

ალია ავტორი - ალია
17:30 10-22-2024
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
472

ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში – ამ სათაურით აქვეყნებს Cyber Kmara “ქართული ოცნების” ბიძინა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერს.

ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მის ასისტენტს, ვალენტინა მოროზოვას ელაპარაკება. youtube-ზე განთავსებულ 9 წუთიან ჩანაწერში, ბიძინა ივანიშვილი მისი სიცოცხლის გახანგრძლივების ექიმისთვის, იულია კრუშანოვასთვის მოსკოვში ბინის შერჩევით თავად იყო დაკავებული.

ამავე ჩანაწერს თან ახლავს ანოტაციაც – Cyber Kmara-ს თქმით, ეს ფარული აუდიო-მასალა ადასტურებს, რომ ივანიშვილს მოსკოვთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია და მას რუსეთის დედაქალაქში საიდუმლო ოფისიც აქვს.

გთავაზობთ ფრაგმენტს აღნიშნული ჩანაწერიდან:

–  ესე იგი, ჩვენ გვყავს ექიმი, რომელიც მთელ ჩვენს ოჯახს მკურნალობს და ცხოვრობს ევროპაში. რუსი ქალია, იულია ქვია, მე მერე მის ტელეფონს გამოგიგზავნი.
–  მე ვიცნობ მას.
–  ჰო, იცნობთ ესე იგი. მოკლედ, მას ბინის ყიდვა უნდა მოსკოვში და კონსულტაცია სჭირდება. ევროპაში ცხოვრობს და ამიტომ ან შენ ან ანდრეი უნდა დაეხმაროთ. რეალტორი უნდა ვიპოვოთ, რომელსაც მივანდობთ ამ საქმეს. ვის შეუძლია ამის საუკეთესოდ გაკეთება?
–  ბორის გრიგორიევიჩ, თუ მან იცის, სად უნდა ბინის ყიდვა და თუ ეს ახალაშენებულ სახლშია, მაშინ იქ ადგილზევე ყიდულობენ ბინას და რეალტორი აუცილებელი არ არის. რეალტორი საჭიროა, თუ მეორადი ბაზარია.
–  არა, ჯერ არ იცის, შეიძლება რაიონი აქვს არჩეული. მოკლედ, მრჩეველი სჭირდება. ანდრეიმ იცის ამის შესახებ თუ შენ უკეთესად იცი?
–  მე საკმაოდ კარგად მესმის, მაგრამ ანდრეი საჭირო იქნება, რომ იურიდიული საკითხები მოაგვაროს.
–  გასაგებია, ესე იგი ანდრეი დაეხმარება საბუთებით და მერე შენ დაელაპარაკები.
–  დიახ, მე იულიას დავურეკავ და დაველაპარაკები, სად უნდა ბინის ყიდვა და შემდეგ შეგატყობინებთ. გააჩნია, რომელ რაიონში სჭირდება.
–  მე ვიცი, რომ მას სჭირდება ერთი მოსახერხებელი ბინა, კომფორტული, რომელსაც გააქირავებს საჭიროების შემთხვევაში.
–  თუ ბინა ცენტრშია, მაშინ ფასი არის 20, 30, 40 მილიონი და ზემოთ.
–  ამას რუბლებში ამბობ, ხომ?
–  დიახ, დიახ.
–  კვადრატულ მეტრებში, თუ ცენტრშია ახალაშენებული ბინა, 200-300 ათასი რუბლი გამოდის.
–  დოლარი ახლა რა ღირს?
–  75-77 რუბლი ღირს.
–  ესე იგი 20 მილიონი რუბლი მითხარი?
–  არა, 20 მილიონი იქნება სადმე გარეუბანში, ცენტრში გამოდის სადღაც მილიონნახევარი დოლარი.
–  კარგი, ესე იგი ფინანსური ამბების მოსაგვარებლად ჩვენ იურისტი გვყავს და ხალხი, რომელიც კონტრაქტს შეადგენს.(მთავარი არხი)

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved