• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი – ცქიტიშვილი და ტიკარაძე ღარიბაშვილმა გადაყლაპა – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:02 12-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი – მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილმა “მოინელა”, “გადაყლაპა”, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პალიტრანიუსის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა.

ეს კიდევ მორიგი აურზაურია ქართული ოცნების გუნდში, მორიგი პოლიტსაბჭოს წევრი მიდის და ამბობს, რომ რჩება პოლიტსაბჭოში – ეს არის ფორმალური განცხადება. ეს ნიშნავს, რომ სადღაც წავა. ჩვენ ვიცით, სად წავიდა მაია ცქიტიშვილი, რომელიც ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, რომლის კვალიფიკაცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჯანდაცვის მინისტრის? თუმცა, ხომ გაქრა? ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა.

ეკატერინე ტიკარაძე არა მარტო გუნდის, ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მინისტრი გადადგა, რომელსაც ასეთი სფერო მიჰყავდა, თანაც ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ხმა არ ამოუღია ღარიბაშვილს. ერთი დღე გავიდა, არც მადლობა, არც კომენტარი, ან საყვედური, ღირსია, რომ წავიდა, მე ანტივაქსერი ვარ და კოვიდპასპორტების ჩემს პოლიტიკას არ დაეთანხმა, – გატრუნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დემონსტრაციულად გვეუბნება საზოგადოებას, რომ მას, ტიკარაძის დემარში იქნებოდა თუ მისი პოზიციები, მას ივანიშვილისაგან ნდობა აქვს. ივანიშვილს, რომ ნდომოდა, დაიცავდა ტიკარაძეს და გააგდებდა ღარიბაშვილს. რატომ არ უშვებს ღარიბაშვილს? – მას სჭირდება ადამიანი, ეს არის უკანასკნელი მოჰიკანი, ამ შემადგენლობაში ბოლო, რომელიც ნებისმიერ დავალებას ბიძინა ივანიშვილისგან სიამოვნებით მიიღებს და იქით ეტყვის მადლობა, ბატონ ბიძინას. მისი მსგავსი შემსრულებელი, მონური მორჩილებით და დიდი აზარტით, ამ კაბინეტის შემადგენლობაშიც კი ძალიან ძნელად მოიძებნება. ამიტომ, მას ის სჭირდება, როგორც ყველაზე მორჩილი და ნებისმიერი საქმის გამკეთებელი. ამიტომ გაწირა თავისი საახლობლო – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved