• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის ოჯახის ქონება: რუსეთში, საქართველოში და საფრანგეთში

ალია ავტორი - ალია
17:00 11-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,485

დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა.

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მრავალმილიონიანი ქონება ეკუთვნის საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში. უშუალოდ ივანიშვილის სახელზე კი მხოლოდ სოფელ ჭორვილაში არსებული სახლებისა და მიწების ნაწილია.

რა ქონებას ფლობს ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი – ამის შესახებ მან ჩაწერა 2024 წლის 4 ოქტომბერს დეკლარაციაში, რომელიც მან, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, შეავსო. ის პარტია „ქართული ოცნების“ სიის #1-ია.

დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა.

ქონება საქართველოში

მისი და მისი ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელზეა რეგისტრირებული 20-მდე მიწის ნაკვეთი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში და ამავე სოფელში ოთხი საცხოვრებელი სახლი. ჯამში მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები 180 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, რაც რამდენჯერმე აღემატება დინამოს სტადიონს. ხვედელიძის სახელზეა გაფორმებული ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ საირხეში 5,6 ათასი კვადრატული მეტი მიწა.

ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკუთვნის 5,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საგურამოში, თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარე 116 კვადრატული მეტრის ზომის ბინისა და სარდაფის ნაწილი.

 

რაც შეეხება თბილისში, სოლოლაკში 14 ათას კვ.მ-ზე მეტ ფართობზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სპორტულ და დამხმარე ფართებს, ის არც უშუალოდ ივანიშვილისა და არც მისი ცოლის – ხვედელიძის სახელზეა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწა შენობა-ნაგებობიანად ეკუთვნის შპს „ფინსერვისი- XXI“-ს, ივანიშვილს კი მისგან აქვს ფართი დაქირავებული. ამ კომპანიის მფლობელი კომპანია საქართველოში არ არის რეგისტრირებული.

ქონება რუსეთში

მოსკოვში, ოდენცოვის რაიონში ჯამში 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი სამი მიწის ნაკვეთიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ცოლს ეკუთვნის. მასზეა რეგისტრირებული 614 კვადრატული მეტრის ზომის სავრასოვის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის 50 პროცენტი.

ქონება საფრანგეთში

ეკატერინა ხვედელიძე ფლობს საფრანგეთში, ლა-სელ-სენ-კლუში 1935 კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთსა და 300 კვადრატული მეტრის ზომის სახლს.

2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საფრანგეთსა და რუსეთში მათი ქონება ეს მიწები და სახლები იყო.

ფული

ცოლ-ქმარს ფულის შენახვა უცხოურ ვალუტაში, უფრო ზუსტად კი ამერიკულ დოლარში ურჩევნია. რომელ ბანკებში აქვთ მათ ანგარიშებზე თანხა, ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან წინასაარჩევნოდ შევსებული დეკლარაცია პოლიტიკოსისგან ავალდებულებს ამ ინფორმაციის მითითებას. მათ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდათ:

  • 159,3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი;
  • 17 ათას ევრომდე;
  • 110 ათას ლარზე მეტი.

„ბლუმბერგის“ დღევანდელი, 31 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 7,55 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კომპანიები

უშუალოდ ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული რამდენიმე კომპანია საქართველოში, საფრანგეთში, პანამაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და ბაჰამის კუნძულებზე.

ამ ჩამონათვალში არ არის „ბანკი ქართუ“. ამ ბანკის ანგარიშის მიხედვით, მფლობელი უტა ივანიშვილია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი.

წყარო – რადიო თავისუფლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved