• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის მოშორების მეორე გზა შეიძლება იყოს თუნდაც ტერაქტი, მისი ლიკვიდაცია ან განეიტრალება” – გელა ნიკოლაიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:18 05-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
337

რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანია „უკრაინა 24“ ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ მისთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს, და უკრაინელ ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, უკარნახონ ერმაკს. პიონტკოვსკის თქმით, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

 პოინტკოვსკის ამ განცხადებაზე, უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა, რომ პიონტკოვსკიმ ბიძინა ივანიშვილის მოშორების ერთი გზა შესთავაზა, მისი მოშორების მეორე გზა შეიძლება იყოს თუნდაც ტერაქტი, მისი ლიკვიდაცია, ან განეიტრალება. თუ მათ კიდევ ასე დაჟინებით უნდათ, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ბუნებრივია, კიდევ და კიდევ ეცდებიან ბიძინა ივანიშვილის განეიტრალებას, რა გზით და როგორ, ამას დავინახავთ.

 

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე უკვე განსაზღვრული იყო, რომ საქართველოში უნდა გახსნილიყო მეორე ფრონტი. ამას გვეუბნებიან არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული მაღალჩინოსნები, არამედ ექსპერტები. ბოლო ხანებში პირდაპირ მოუწოდეს, რომ ამას ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და მოაშორეთ ივანიშვილი საქართველოდან. დაახლოებით ასეთი მოწოდება იყო იმისთვის, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი.

რეალურად ეს არ მომდინარეობს არც ექსპერტებიდან, არც კონკრეტული მაღალჩინოსნებიდან და არც უკრაინის ხელისუფლებისგან. ეს იყო იმათი ჩანაფიქრი, ვინც უკრაინის ხელისუფლების უკან დგას და მას მხარს უჭერს ყველანაირად, ფინანსურად, პოლიტიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით და ექსპერტებიც, ჟურნალისტებიც და უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ახმოვანებენ მათ პოზიციას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია არის საფრთხე. პიოტკოვსკიმ ბიძინა ივანიშვილის მოშორების ერთი გზა შესთავაზა, მისი მოშორების მეორე გზა შეიძლება იყოს თუნდაც ტერაქტი, მისი რაღაცნაირი ლიკვიდაცია, ან განეიტრალება. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ისინი, აქედან გამომდინარე, თუ მათ კიდევ ასე დაჟინებით უნდათ, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ბუნებრივია, ისინი კიდევ და კიდევ ეცდებიან ბიძინა ივანიშვილის განეიტრალებას, რა გზით და როგორ, ამას დავინახავთ.

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის მხარეს არის, უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი არის აგრესორი, საქართველოს მოსახლეობის ასევე აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა გამოხატოს, დაანახოს ეს პოზიცია ალბათ მთელ მსოფლიოს, დასავლეთს, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომ მას არ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს არ უნდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.

ერთსაც ვიტყვი, რომ თუ მაინცდამაინც მეორე ფრონტი უნდათ, რატომ საქართველო? ჩვენ შეუძლიათ მათ გვითხრან, რომ აი, ჩვენ გავხსენით მეორე ფრონტი ვთქვათ იგივე ფინეთიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან და სხვა და მოდი დაგვიდექით გვერდში, ჩვენ კი არ წავიდეთ წინ საზარბაზნე ხორცად და ისინი კი არ ამოგვეფარონ ჩვენ, მათ შეიძლება ჩვენ ამოვეფაროთ. ავღანეთში, ერაყში და სხვაგან ჩვენ ვიღებდით ჩვენი მასშტაბების შესაბამისად მონაწილეობას და აქედან გამომდინარე, ასევე შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა კოალიციაში, ოღონდ არა ისე, რომ ჩვენ აქ ვიყოთ საზარბაზნე ხორცი, იმათ მოგვცენ ფული, იარაღი და ქართველები დაიხოცონ. ამის წინააღმდეგია საქართველოს მოსახლეობა და არა იმიტომ, რომ მთელი მოსახლეობა თითქოს რუსეთის მხარეს არის“ – აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

თეგები: გელა ნიკოლაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved