• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილის მითითებით, მმართველი გუნდი იმ მესიჯ-ბოქსით მოქმედებს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ახმოვანებს“ – „ივანიშვილმა ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, დაადასტურა“

ალია ავტორი - ალია
11:03 07-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
706

ანი დვალიშვილი

დღევანდელი გადმოსახედიდან, ნაციონალური მოძრაობა პოზიციებს თმობს და რეგიონებში ამომრჩეველს კარგავს. სწორედ მათ გადაბირება სურს „ოცნებას“ და ყოფილი ნაციონალების დასაქმება პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.  რაც მთავარია, ნაც-მოს ამოეწურა ფინანსური რესურსი და ის ადამიანები, რომლებიც პარტიას აფინანსებდნენ, ახლა უარს აცხადებენ ფულის გადახდაზე, რადგან წლებია, ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს და რეიტინგი ყოველდღიურად უკან მიდის.

და მთავარი – ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კვლავ პოლიტიკაშია, რადგან მან აღიარა ელჩთან შეხვედრა და აღიარა ისიც, რომ მოქმედი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილია. თუ გახსოვთ, ორიოდე კვირის წინ, აქტიურად დაიწყო საუბარი ღარიბაშვილის შეცვლაზე და მაშინ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე ეს გამორიცხული იყო, რაც ივანიშვილმაც დაადასტურა. თუმცა, ერთი საინტერესო დეტალი – ივანიშვილის მითითებით, მმართველი გუნდი იმ მესიჯ-ბოქსით მოქმედებს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ახმოვანებს. ანუ, კობახიძეს სრული კარტ-ბლანში აქვს და ის არამარტო ყველაფერს წყვეტს, არამედ მის ხელშია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ორგანო. კობახიძის სვლებით ივანიშვილი იმდენად კმაყოფილია, რომ მას მადლობა პირადადაც გამოუცხადა და თუ ატყობთ, დანარჩენი ლიდერების ტონი, კობახიძისგან განსხვავებით, შერბილებულია და ხისტ ფრაზებს მხოლოდ ის და… პარტიიდან გასული სამეული აკეთებს.

და კიდევ – ადვოკატების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად გამოაცხადებს ქართული პოლიტიკიდან გამიჯვნისა და ნაციონალურ მოძრაობასთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. ამაზე პარტიის შიგნით საუბრობენ, თუმცა შინაგანად არავის სჯერა, რომ მიშა ნაც-მოს ჩამოშორდება და ქართული პოლიტიკისკენ აღარ გამოიხედავს. ისიც გვითხრეს, რომ მიშა ამის პირობას დასავლეთსაც მისცემს და თავის მხრივ, დასავლეთი შუამდგომლობას დააყენებს მმართველ გუნდთან, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში, კონკრეტულად კი გერმანიაში გადაიყვანონ. რამდენად დაიჯერებს „ოცნება“ მიშას სიტყვებს, სხვა საკითხია, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც რთულია და მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება და მკურნალობას მავე თუ არ დაიწყებს, შემდეგ შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს. ამიტომ, პოლიტიკაზე მეტად, მას საკუთარი სიცცოცხლე ადარდებს და ყველა პირობაზე თვალდახუჭული წავა. გამოჯანმრთელების შემდეგ გაახსენდება თუ არა მიცემული პირობა, ესეც არანაკლებ საინტერესოა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved