• რეკლამა
  • კონტაქტი
14:45, კვირა, 15 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ივანიშვილის მძაფრსიუჟეტიანი ფინანსური სერიალის მეორე ნაწილი დაიწყო“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:38 01-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,672

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე ბრძოლას, ივანიშვილის ქონების გადარჩენისთვის, ასე ეხმაურება:

,,ივანიშვილის მძაფრსიუჟეტიანი ფინანსური სერიალის მეორე ნაწილი დაიწყო-ახლა უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკს უჩივის, ჩემს ფულს არ მაძლევსო.

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ ცნობილი სერიალის პირველი სეზონი:

ივანიშვილმა უჩივლა შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკს სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებში, რათა მისი კუთვნილი ფული დაებრუნებინა მიყენებულ ზიანთან ერთად. იგი მართალი იყო ამ ბანკთან. სასამართლო განხილვა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სინგაპურის სასამართლოში ივანიშვილმა დავა მოიგო და 461 მილიონი დოლარი გასული წლის ბოლოს დაიბრუნა, ხოლო ბერმუდის სასამართლოში დავა დღემდე გრძელდება.

შიდა მოხმარებისათვის ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკთან მისი ისტორია გაასაღა როგორც ე. წ. გლობალური ომის პარტიის მიერ მის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა, რადგან მან თურმე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე. სინამდვილეში, ის შევიცარიული ბანკი გაკოტრების პირას იყო მისული და ამიტომ ვერ უბრუნებდა ივანიშვილს კუთვნილ ფულს, თანაც სასამართლო დავის მეშვეობით ცდილობდა დროის მოგებას. საბოლოოდ, ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ ეს ბანკი გაკოტრდა და შვეიცარიის ყველაზე დიდმა ბანკმა მიიერთა. ახლა უკვე ამ ბანკს, როგორც გაკოტრებული ბანკის სამართალმემკვიდრეს, უნდა დაებრუნებინა ფული ივანიშვილისათვის. ასეც მოხდა, ფულის საკმაო ნაწილი ივანიშვილმა უკვე მიიღო, პროცენტებისა და ზიანის ანაზღაურების ჩათვლით, მეორე ნაწილის ირგვივ დავა ფინიშამდეა მისული ბერმუდის სასამართლოში და უდიდესი ალბათობით, ივანიშვილის სასარგებლოდ დამთავრდება.

საბოოლო ჯამში, ივანიშვილმა დაკარგა დრო, მაგრამ მოიგო დიდძალი ფული. დაახლოებით მილიარდ დოლარზეა მთლიანობაში საუბარი.

ამით სერიალი “ჰეფი ენდით” უნდა დამთავრებულიყო.

მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ჯერ სად ვყოფილვართ. როგორც იტყვიან, აწი იწყება, თავდავიწყება. სერიალი გრძელდება.

სერიალის მეორე სეზონი, როგორც უკვე ირკვევა, იქნება დრამის, კრიმინალის, პოლიტიკური ტრილერის, სატირისა და სხვა ჟანრების ერთობლიობა, კიდევ უფრო მძაფრსიუჟეტიანი.

მეორე სეზონის პირველი სერია ვიხილეთ დღეს: ივანიშვილმა უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკს უჩივლა. არა იმას, რომელიც გაკოტრებულის სამართალმემკვიდრეა, არამედ მესამეს, სადაც ამ სასამართლო გადაწყვეტილებით ამოღებულ ფულს, ასევე მისი და მისი ოჯახის წევრების ფულსაც ინახავდა. აღმოჩნდა, რომ ბანკმა საკუთარი ანგარიშებიდან მათ ოპერაციების წარმოება შეუზღუდა. მიზეზი ამერიკული სანქციებია.

სიცხადე რომ შევიტანოთ საკითხში: ივანიშვილის ოჯახის წევრები და მისი ბიზნესები არ არიან დასანქცირებულები, სანქცია შეეხო პირადას მას, როგორც ფიზიკურ პირს. მაშინ, რა შუაშია შვეიცარიული ბანკის მიერ ოჯახის წევრების ანგარიშების გაყინვა? როგორც ჩანს, ივანიშვილის სანქციას ბანკმა ფართე ინტერპრეტაცია მისცა და ჩათვალა, რომ ოჯახის წევრების ანგარიშებზე არსებული თანხები სინამდვილეში ეკუთვნის ივანიშვილს და შეზღუდვები მათზეც გაავრცელა.

დავუბრუნდეთ სერიალის წინა სეზონს: ამერიკულ სანქციებში არის ერთი გამონაკლისი-ივანიშვილის კომპანიებს იგი არ შეხებია, გარდა სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოებში მომდინარე დავების ფარგლებში მიღებული თუ მისაღები თანხებისა. მათი გამოყენება ივანიშვილს არ შეეძლება ამერიკის ხაზინის სპეციალური ნებართვის გარეშე.

რატომ არის ნახსენები ამერიკულ სანქციებში სინგაპურის სასამართლო, როცა იქ პროცესი მორჩა და ივანიშვილის განცხადებებიდანვე გამომდინარე, ასევე შვეიცარიის UBC ბანკის აუდიტის კვარტალური დასკვნის შესაბამისად, ივანიშვილმა უკვე მიიღო 461 მილიონი დოლარი? შეიძლება არ იცოდა ეს ფაქტი ამერიკის ხაზინამ? ნაკლებადსავარაუდოა. სინგაპურში გამარჯვებული ფული ივანიშვილს სადღაც ხომ უნდა შეენახა? როგორც ჩანს, მისი ნაწილი სწორედ ამ, უკვე მესამე შვეიცარიულ ბანკში აღმოჩნდა, რომელმაც გაუყინა და რომელსაც ახლა უჩივის.

ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ის 461 მილიონი დოლარი ივანიშვილმა “ქართუბანკის” მეშვეობით მყისიერად გადმოიტანა შვეიცარიიდან და განათავსა ეროვნული ბანკის სავალუტო ანგარიშებზე გასული წლის ნოემბრის თვეში. ეროვნული ბანკი, როგორც ქართუს ბროკერი და ივანიშვილის კანტორა, გამოყენებული იქნა მისი პირადი პრობლემების მოსაგვარებლად. ფატობრივად, უკვე მშვიდ ვითარებაში, ივანიშვილმა დაიწო ამ ფულის დაბინავება: დადო დეპოზიდებზე არაბულ ბანკებში, ევრპის რამდენიმე ბანკში ( მათ შორის აღნიშნულ შვეიცარიულ ბანკში), რომელთაც უფრო ენდობოდა და არ მიაჩნდა სარისკოდ, ასევე საქართველოს ორ დიდ ბანკში. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის დახმარებით შეიძინა 44 მილიონი დოლარის ღირებულების ნახევარი ტონა ოქრო, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება.

ასე დამთავრდა სერიალის პირველი სეზონი და მის გაგრძელება შეიძლება არც გამხდარიყო საჭირო, რომ არა ის მეხი, რომელმაც მოღრუბლულ ცაზე იჭექა-სანქციები. ამ ეტაპზე ეს უფრო გამაფრთხილებელი, შეზღუდული ძალის სანქციებია. მიუხედავად ამისა, მისი ეფექტი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა.

ვიხილავთ თუ არა მესამე სეზონს? ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწორ დასკვნებს გამოიტანს ბიძინა ივანიშვილი მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან. თუ არ გააცნობიერა მთელი სიგრძე-სიგანით, რა ხდება მის თავს, სადამდე შეტოპა და უკან დროზე არ დაიხია, მესამე სეზონი ძალიან მძიმე იქნება: ცრემლები, ფინანსური კრახი, გისოსები, მღვდელი საკანში და ნაგვიანევი აღსარება და ა. შ. მოკლედ, ჩვეულებრივი დრამის ჟანრის სერიალი საშინელებათა კატეგორიაში გადაიზრდება.“

თეგები: ბიძინა ივანიშვილირომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved