• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილის კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება“– TI-საქართველო

ალია ავტორი - ალია
18:44 04-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საგანგაშოდ აფასებს კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის – „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულასთვის“ წერილობითი გაფრთხილების მიცემას და მიიჩნევს, რომ “ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილის მარეგულირებელი მაუწყებლებს ცენზურას უწესებს”.

  • ComCom-მა TV იმედს, POSTV-ს, ფორმულას და TV პირველს წერილობითი გაფრთხილება მისცა – ოფიციალური განცხადება ნახეთ აქ

TI-ის თქმით, საგულისხმოა, რომ მაუწყებლებისთვის ყოველი შემდგომი იმავე ტიპის დარღვევის დადგენა მათთვის სოლიდური ფინანსური სანქციების დაწესების, ან/და მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის წინაპირობა გახდება, რაც ისედაც მწირი ფინანსური რესურსების პირობებში მომუშავე მედიებისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ თავისი დასაბუთებული კრიტიკული პოზიცია კომუნიკაციების კომისიას 2 აპრილს გამართულ სხდომაზე მესამე პირის სტატუსით წარუდგინა.

“ალია” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

  • რას ედავებოდა კომისია მაუწყებლებს?

კომუნიკაციების კომისიამ, რომლის თავმჯდომარედაც ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს, კრიტიკული მაუწყებლები 8 აპრილს წერილობით მხოლოდ გააფრთხილა, რადგანაც მათ მიმდინარე წელს მსგავსი „დარღვევა“ არ ჰქონიათ. კომისია მათ ედავებოდა შემდეგი ფრაზების გამოყენებას – „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერმინისტრი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“ და სხვ., ასევე მიუკერძოებლობისა და ბალანსის პრინციპის დარღვევას. კომისიამ საკითხი 2 აპრილს გამართულ სხდომაზე განიხილა და მიიჩნია, რომ ტელევიზიებმა ამით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე და 52-ე მუხლები  დაარღვიეს, გააშუქეს რა საკითხი „მიკერძოებულად“ – „პირადი დამოკიდებულებისა“ და „პირადი მოსაზრების“ საფუძველზე.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 20 და 23 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ახალი ამბების პროგრამების შერჩევითად ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშები. კომისიამ კრიტიკულ მაუწყებლებს „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის აპრილში მიღებული რეპრესიული ცვლილებების ამოქმედებით 6 მარტს მას შემდეგ დაემუქრა, რაც დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და მხარდაჭერისთვის ორი პროსამთავრობო პროპაგანდისტული არხის – „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გასულ წელს მიღებული ცვლილებები, სანქციების სახით ტელევიზიების დაჯარიმებას, მაუწყებლობის შეჩერებას ან ლიცენზიის შეწყვეტასაც გულისხმობს, რაც „ოცნებისადმი“ ლოიალური კომუნიკაციების კომისიის პირობებში განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია და კრიტიკული ტელევიზიების პარალიზების რეალისტურ რისკებს ქმნის.

აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის ზაფხულში ერთხელ უკვე იმსჯელა და მაუწყებლები მაშინც სიტყვიერად გააფრთხილა. მაშინ კომისიას საჩივრით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

  • კომისიის გადაწყვეტილების შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც „ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეფუძნება არღვევს მთელ რიგ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტსა და პრაქტიკას. კერძოდ:

  • აზრის თავისუფლად გამოხატვის ულება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით  და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი ასევე იცავს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, მედიის უფლებას გააკრიტიკოს საჯარო პირები;
  • აგრეთვე, OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი სახელმძღვანელოები ხაზს უსვამენ, რომ მარეგულირებელი არ უნდა იქცეს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში;
  • მარეგულირებლის დამოუკიდებლობის აუცილებლობას ხაზს უსვამს და კრიტიკული შინაარსის ჩახშობას კრძალავს ევროპის საბჭოს რეკომენდაციაც –  CM/Rec(2016)4.
  • ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პრესისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების მხრიდან, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი და პროგრესის წინაპირობაა. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებით არის გამყარებული.
  • სამართლიანი მიდგომის იმიტაცია

მიუხედავად იმისა, რომ 2 აპრილის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკულ მაუწყებლებთან ერთად ბრიტანეთის მიერ ორი დასანქცირებული პროსამთავრობო ტელევიზიის – „იმედისა“ და „პოსტვის“ მიერ იმავე შინაარსის დარღვევების საკითხიც განიხილა, სხდომაზე დაკვირვება ნათლად წარმოაჩენდა, რომ აღნიშნულს ფორმალისტური ხასიათი ჰქონდა და ის მხოლოდ ხელოვნური ბალანსის დაცვის მიზანს ემსახურებოდა. ამას ადასტურებს, თავად პროსამთავრობო ტელევიზიების წარმომადგენლების პოზიციებიც, რომელთაც არც კი სცადეს მაუწყებლების პოზიციების დაცვა და განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად ეცდებიან მომავალში მსგავსი ტერმინების გამოყენებისგან თავის შეკავებას. საგულისხმოა ისიც, რომ კომისიამ „იმედს“ მხოლოდ 4 დარღვევა დაუდგინა, „პოსტვის“ – 7, „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ – 18 და 20.

საპირწონედ, კრიტიკული მაუწყებლების იურისტებმა დეტალურად დაასაბუთეს და განმარტეს, რომ ჟურნალისტების მხრიდან წარმოთქმული ფრაზები არა მათი პირადი მოსაზრებები და შეფასებები, არამედ საზოგადოებაში ფართოდ დამკვიდრებული ფაქტების კონსტატაციაა. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ მედიის თვითმიზანი არ არის კონკრეტული მხარის პოზიციის დამალვა, პირიქით, მათთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე უარს თავად ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის პრეტენზიები, შესაძლოა, აღქმულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და მოსალოდნელი ფინანსური სანქციების თავიდან არიდების შიშით ამბის გაშუქებაზე უარის თქმის გზით მედიაზე ზეწოლის მცდელობად.

  • დასკვნა

აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კრიტიკული მედიის გაჩუმებასა და დასჯას კომუნიკაციების კომისიის გამოყენებით მათთვის ფინანურის სანქციების დაწესების,  საბოლოოდ კი – მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის მუქარის გზით ცდილობს. როგორც ჩანს, მიზნის მისაღწევად მსუყე ნიადაგი რეპრესიული კანონმდებლობის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიის პარტიისადმი ერთგული კანდიდატებით დაკომპლექტებით იქმნება, რომელსაც უკვე წლებია ხელისუფლება კრიტკული მედიის დევნის იარაღად იყენებს.

ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნების მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა და საერთაშორისო პარნტიორებმა მკაფიოდ დაგმონ კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება”- წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved