• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა – გვარამია

ალია ავტორი - ალია
13:35 09-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,014

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია, გუშინ გორში ოლიგარქის მიერ გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს გამოეხმაურა და მას მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა უწოდა.

 

ნიკა გვარამია ასევე გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას და განაცხადა, რომ დვალიშვილმა ისევე როგორც სხვა სპორტსმენმა დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული და წარმატებული ადამიანების ქვეყანაა და არავის გამოუვა ქართველების დამარცხებულ, მოძალადე, წარუმატებელ ქვეყნად წარმოჩენა.

 

“გუშინ საოკუპაციო ზოლთან გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა, მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმების, როგორც მან თქვა, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ, ჩვენ ერზე ისევ ეძალადათ და დავეტერორებინეთ იმ მუქარებით, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს ერთადერთ პოლიტტექნოლოგიად. საერთოდაც ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც იყენებ პოლიტტექნოლოგიად, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარია არჩევნებში გამარჯვება, არ შეიძლება იყო ქვეყნის პირველი პირი.

 

დღეს მერაბმა, ისევე როგორც ოლიმპიელებმა და ფეხბურთელებმა დაამტკიცა, რომ ვართ ღირსეული ერი, წარმატებული ადამიანების ქვეყანა და ჩვენ ამ წარმატებაზე, ღირსებაზე და უფლებაზე ვისწრაფოდეთ ბედნიერებისკენ და ამის მომტან ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ევროპული გზა, უარს არ ვიტყვით.

 

სამაგიეროდ უარს ვიტყვით ყველაფერზე რაც ლახავს ჩვენ ღირსებას, რაც უკავშირდება წარსულის გაყალბებას და რაც არ არის მომავალში. ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის #4 ვფიქრობთ, რომ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ღირსებაზე, წარმატებაზე, ჩვენს ბედნიერებაზე და მომავალზე. ბიძინა ივანიშვილი მიგვათრევს რუსეთისკენ და ჩვენი ტრაგედიებისკენ. ჩვენ არ ვართ ტრაგედიების ერი. ჩვენ გამარჯვების და წარმატების ერი ვართ, ჩვენ გვინდა ბედნიერების მოპოვება და ჩვენ მას მოვიპოვებთ.

 

არავის გამოუვა რომ დაგვაჯეროს, თითქოს ქართველები ვართ დამარცხებული, მოძალადე, წარუმატებელი ქვეყანა,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved