• რეკლამა
  • კონტაქტი
20:02, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ – ნიკა მელიას მორიგი გზავნილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
18:07 04-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს მოწიწებით მოგმართავთ – მხნედ და ყოჩაღად იყავით, ბრძოლის მუხტი გავზარდოთ და მეტად გავზარდოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, უფრო სწორად ყველა ჩვენს ადგილას დავდგეთ და ეს უკვე ერთმანეთის მხარდაჭერა იქნება“- წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

„გასაგებია, რაც ხდება…

დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?!

ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა.
ასევე, სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმე.

ამიტომ, მათი ჭკუით, მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს.
ასე და ამგვარად, მოლაპარაკების პროცესში ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებული ნებისმიერი პირობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მეტიც, დამამცირებელია.

აი, მაგალითად, პირობა, როგორიცაა 20 ივნისის ამნისტიის კანონის ინიცირება, რომლის ფარგლებშიც ჩემი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ რეალურად სამართლებრივი დევნისგან მოძალადე პოლიციელებისა და დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლება სურთ, ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის მცდელობაა!

სურთ ჩემი გამოშვება?! როგორც ციხის გარედან ღრჭიალით გამიღეს რკინის კარი, ზუსტად ისე, კეთილი ინებონ და უკვე ციხის შიგნიდან იგივე რკინის კარი გამიღონ ყოველგვარი სავაჭრო პირობების დაწესების გარეშე!
ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავის წინაშე მოვალეობის გრძნობაა. და დიახ, მოვალე ვარ, ჩემი უკანონო პატიმრობის სანაცვლოდ იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც კი არ წავიდე!

ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ, მე ვარ ბრძოლაში დიდი მიზნისთვის, რომელთან შედარებითაც ჩემთვის უკვე დიდი ხანია სხვა ყველაფერი გაუბრალოვდა და ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება!

მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს კი მოწიწებით მოგმართავთ – მხნედ და ყოჩაღად იყავით, ბრძოლის მუხტი გავზარდოთ და მეტად გავზარდოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, უფრო სწორად ყველა ჩვენს ადგილას დავდგეთ და ეს უკვე ერთმანეთის მხარდაჭერა იქნება.

ბრძოლა დანაკარგის გარეშე არ არსებობს და, როგორც ჩანს, 15 მაისს მე თქვენთან ერთად ვერ ვიქნები, მაგრამ თითოეული თქვენგანის რწმენა უფრო შეუპოვარი და მტკიცე უნდა გახდეს!

გვახსოვდეს, საბოლოო გამარჯვება ერთობამ უნდა მოიტანოს. რაც უფრო მჭიდრო იქნება ოპოზიციისა და საზოგადოების ერთობა, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება შედეგი. როგორც მტრედების გუნდი, თუ გავიფანტეთ, ან გაგვფანტეს, მაშინ გამარჯვება დროში უფრო დაგვიანდება. დროებით, მადლობა“- წერს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved