• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი უკვე ზის “აღმოსავლეთის ექსპრესში”, სადაც ყველას აქვს მოტივი მის “მოსაკლავად” – მუხიგულაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:33 08-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21,625

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

“მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” ვის გახსოვთ? – გინდ წიგნი, გინდ კინო?
ივანიშვილი ზის ახლა იმ ცნობილ “აღმოსავლეთის ექსპრესში” და მატარებლის გარეთ ეძებს მტრებს გაფაციცებული. ყველა წერილის, ყველა პოსტის, ყველა კომენტარის და ლაიქის უკან შეთქმულება ელანდება. არადა, ყველაზე დიდი მტრები მატარებელში თავად აიყვანა, გარს შემოიხვია და მათგან ერთიც არა, ვისაც მისი თავიდან მოშორება, არ უნდა. ამ მატარებელში, ყველას აქვს მოტივი მის “მოსაკლავად” და ისეთ მდგომარეობაში დაიტოვა თავი, უკვე – შესაძლებლობაც.
კი, ეჭვი აქვს, ამიტომაც ხან ვის მიახტება და მოხსნის, ხან ვის დანიშნავს და მოხსნის… რაც მეტად იზრდება ეჭვი, მით მეტად იკეტება მატარებლის იმ კუპეში, რომლის გასაღებიც გეხსომებათ, ვის აქვს. კი, ტყეში დამალულ ხეს, მას, ვისაც მასზე “ზრუნვა” ევალება.
რადგან უკვე ავიდა ივანიშვილი თავის ყველაზე გარეწარ და ყველაფრის მკადრებელ მტრებთან ერთად მატარებელზე, ისე, რომ ერთი რეალური, მოუსყიდველი გულშემატკივარი არ შეირჩინა და გაიყოლა, ჟანრის კანონით, მის პოლიტიკურ გვამს მალე იპოვიან მატარებელში და მერე ყველა, ვინც დღეს აქებს და ადიდებს, ყველა, ვინც დღე თანამდებობაზე ჰყავს, მოჰყვება, როგორი საშინელი კაცი იყო, როგორ ყიდდა ქვეყანას, როგორ გასცემდა ადამიანების ცემის, დაჭერის, გაუბედურებების ბრძანებებს და იტყვის, ის ჭრილობა, ერთი, მე მივაყენეო…
ყველა ცალ–ცალკე და ერთად დაიბრალებს, თითო ფეხის დადება ჩემი იყოო, საწამლავით მე დავშხამეო, თავში მე ჩავარტყიო – ერთმანეთს დაასწრებენ და ერთმანეთს დაეჯიბრებიან აღიარებაში, რათა თავი ისე გადაირჩინონ, როგორც ივანიშვილისგან ისწავლეს ამ წლებში, რუსული კრიმინალური მეთოდებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved