• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია, რომელიც საქართველოს მარიონეტული ხელისუფლებით მართავს – დავით არახამია

ალია ავტორი - ალია
12:17 06-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, ის აშშ-ისა და ევროკავშირის მთავრობებს მიმართავს მოთხოვნით – პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის პრორუსი ოლიგარქია, რომელიც მარიონეტული მთავრობის საშუალებით მართავს ქვეყანას.

არახამიას განცხადება პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას უკავშირდება, სადაც ღარიბაშვილმა არახამიას საქართველოს წინააღმდეგ ლობირებაში დასდო ბრალი. პრემიერის მტკიცებით, არახამია აქტიურად მართავდა შეხვედრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან და მათგან დაჟინებებით ითხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

არახამიას განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის იმ „ფეიკ“ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ახორციელებენ.

„ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა მასშტაბურმა აქციამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია – მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა. უკრაინა და მისი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს, რათა ის ევროკავშირის წევრი გახდეს“, – დასძინა მან.

გარდა ვიდეო-მიმართვისა, არახამიამ სოციალურ ქსელში ახალი განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. მისი თქმით, ამის შესახებ მომავალში სულ უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება, რომელიც გამოააშკარავებს ივანიშვილის, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და რუსეთის მთავრობას შორის არსებულ კავშირებს.

„უკრაინელების სიკვდილით ფულის შოვნას არავის არ შევარჩენთ“, – წერს არახამია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა პოლიტიკოსმა EU-სა და აშშ-ს ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით აპრილშიც მიმართა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved