• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილი, ნოდარ დუმბაძის ბეჟანასი არ იყოს, შეიძლება გადარეულია, მაგრამ სულელი ნამდვილად არაა“ – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:30 02-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,180

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

„რეალურად არც კობახიძემ, არც მდინარაძემ და არც არავინ ხელისუფლებაში არ იცის გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის შენიშვნებს აგენტების კანონზე, რადგან რეალურად ისინი მართლა ვენეციის კომისიის დასკვნას კი არ ელოდებიან, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციას კომისიის დასკვნაზე.
თავად ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, რამდენადაც მე მისი მუშაობის სტილს ვიცნობ (და მგონია რომ ვიცნობ), ამ ეტაპზე მანაც არ იცის გაითვალისწინებს თუ არა ვენეციის კომისიის შენიშვნებს, რადგან მისი პოზიცია დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ცვლილებები მოხდება და რა სურათი გამოიკვეთება ზაფხულამდე უკრაინაში ფრონტის ხაზზე. თუ ბიძინამ დაინახა, რომ რუსეთის საქმე ჭაკადაა, მაშინ რაღაცეებს აუცილებლად დათმობს (ის, ნოდარ დუმბაძის ბეჟანასი არ იყოს, შეიძლება გადარეულია, მაგრამ სულელი ნამდვილად არაა), ხოლო თუ მინიმუმ ის სიტუაცია იქნა რაც დღესაა ან კიდევ უარესი, მაშინ არსებითს არაფერს დათმობს და სულ რიხირიხინით მიაღებინებს პარლამენტს ამ რუსულ კანონს. ამიტომაც გადადო ეს საქმე ზაფხულამდე. შეხედავს რა მოხდება და ამის გათვალისწინებით იმოქმედებს.
ასე, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ კანონის ბედიც გარკვეულწილად უკრაინაში წყდება. თუმცა, მთლად უკრაინის იმედზე ნუ ვიქნებით. ადგილობრივ აქტივობებსაც სერიოზული მნიშვნელობა აქვს.“
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved