• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი მაშინ თმობს, როცა ქუჩაში ბევრი გაბრაზებული ადამიანი დგას – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:36 12-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ერთადერთი შედეგი, რაც ამ მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება ახალ წლამდე დაიდოს არის ბიძინა ივანიშვილის სრული იზოლაცია. არანაირ დათმობაზე ივანიშვილი ახალ წლამდე არ წავა – ვერ ხედავს მაგის საჭიროებას.

ერთადერთი რეალისტური შედეგი იქნება ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება და ამის შედეგად, ოლიგარქის სრული იზოლაცია.

ვისაც პოლიტიკა აინტერესებს და პროცესს კონტექსტში სვამს, არ შეიძლება სხვა მოლოდინი ჰქონდეს.

ივანიშვილი სრულ იზოლაციამდე არაფერს არ დათმობს – ყველაფერი, რასაც ის ახლა დათმობს, მას აწყობს და არა ოპოზიციას.

ეს არის იმდენად ნათელი, რომ ამაზე ნათელი რა შეიძლება იყოს, არც კი მესმის.

ამიტომ ოპოზიციამ სჯობს რეალისტური მიზანი დაისახოს და ამ ეტაპზე ივანიშვილის იზოლაციას დასჯერდეს ერთიანობის შენარჩუნებით.

(ისიც უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსის ცდუნება ივანიშვილს პოზიციას მოკლე ვადაში გაუმყარებს, მაგრამ იზოლაციას არ ააცილებს – როგორც 2008 წელს, ისე ახლა, გატეხილი პოლიტიკოსები მმართველ ძალას შეერწყმებიან და არავინ მათ დამოუკიდებლობას არ დაიჯერებს)

როცა/თუ ამ მიზანს მიაღწევს, ოპოზიცია შემდეგ ნაბიჯზე უნდა გადავიდეს.

ჩვენ უკვე ვნახეთ, როდის თმობს ივანიშვილი:

მაშინ, როცა ქუჩაში ბევრი გაბრაზებული ადამიანი დგას.

ამიტომ, პირველი მიზნის მიღწევის შემდეგ, ოპოზიცია უნდა გადავიდეს სრულმასშტაბიან და ყოვლისმომცველ კამპანიაზე მთელი ქვეყნაში და ამაში სამოქალაქო აქტივისტებიც უნდა დავეხმაროთ.

მაშინ როცა ივანიშვილი პარლამენტში თავის თავს დაელაპარაკება, ოპოზიცია ხალხს უნდა ესაუბროს და ისინი ცვლილებების საჭიროებაში დაარწმუნოს.

გაყალბებულ არჩევნებზე თანმიმდევრულობის და ერთიანობის შენარჩუნება ოპოზიციას ხალხთან ურთიერთობას მხოლოდ გაუადვილებს და ნდობას გააღრმავებს.

ჩვენ ისიც ნანახი გვაქვს, როდის დგება გარეთ ბევრი ხალხი და არ იღლება – მაშინ, როდესაც პროტესტის დღის წესრიგი ამომრჩევლის ინტერესითაა ნაკარნახევი და არა რომელიმე ბელადის ჰალუცინაციით.

ამიტომ, ოპოზიციის წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბელადის ახირებებისგან სრული დამოუკიდებლობის დემონსტრირებას – სხვანაირად არაფერი გამოვა.

მოკლედ, რეალისტური მიზნები დაისახეთ – ახლა ეგებ ერთიანობის შენარჩუნება შეძლოთ.

ახალი წლის მერე კი, ერთიანობის შენარჩუნებით გაზრდილ ნდობაზე კაპიტალიზაცია, იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოგყვეთ და ივანიშვილი დათმობაზე წამოიყვანოს.

რაც შეეხება საერთაშორისო მეგობრებს – მათ შევახსენებ, რომ ჯოჯოხეთისკენ გზა, ხშირად კეთილი განზრახვებითაა მოფენილი:

გაყალბებული არჩევნების გადაყლაპვის იძულება, მითუმეტეს ახლა, როცა ბოიკოტი გამოცხადებულია, იმ მიზეზით, რომ “30 წელია ყლაპავენ” ერთი მხრივ ივანიშვილს ეხმარება ამომრჩევლის თვალში არჩევნებმა ფასი დაკარგოს და ძალაუფლება რაც შეიძლება მეტხანს დარჩეს.

მეორე მხრივ სააკაშვილის პოპულისტურ ნარატივს კვებავს – რომელიც 8 წელია ამტკიცებს რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაგრამ ყველა არჩევნებში მონაწილეობს.

არ მგონია ქართული დემოკრატიის ინტერესებში იყოს ან ერთი, ან მეორე.

ამიტომ არაა საჭირო იმ ხალხის ენთუზიაზმის ჩაკვლა, ვისაც არჩევნების ჯერ კიდევ სჯერა და გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს.”

თეგები: 2020 არჩევნებითამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved