• რეკლამა
  • კონტაქტი
20:05, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი გახარიას ზურგს ამოფარებული მმართველია, რომელმაც დეგრადაცია გაუწია საქართველოს კანონის უზენაესობას – Washington Examiner პომპეოს საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე სტატიას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
12:00 11-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკული გამოცემა Washington Examiner ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია განხილული და ავტორი ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაცრი მესიჯების გაგზავნაზე საუბრობს.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ არჩევნების შემდეგ წამოსული საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობის შესახებ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხდება – ავტორის შეფასებით, ეს დემოკრატიულ პროცესებს უკან ხევს:

“სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მკაცრი მესიჯები უნდა უნდა გააჟღეროს ავტორიტარული მმართველობის მიმართ, როდესაც ის თბილისს ეწევევა.

ამჟამად, საქართველოს მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის წინააღმდეგაც უსაფრთხოების ძალები წყლის ჭავლსა და სხვა იარაღს იყენებენ – ეს ქმედებები ზედმიწევნით ასახავს ადამიანის უფლებების შელახვას, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი მთავრობა კი დარწმუნებულია, რომ პომპეოს ჩამოსვლისას ყველა სირთულეს გადალახავს. გარდა ამისა, გახარია დაგეგმილ ვიზიტს წარმოაჩენს ისე, თითქოს შეერთებული შტატები ამჟამინდელი ვითარებით კმაყოფილია. პომპეო თვალს არ დახუჭავს ავტორიტაიზმის მზარდობაზე. ვიმედოვნოთ, რომ იგი დახურულ კარს მიღმა უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.

აქ მთავარი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილია. მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მთავარი ძალაა. სინამდვილეში ივანიშვილი გახარიას ზურგს ამოფარებული ფარული მმართველია. სამწუხაროდ, მან მწირი ინტერესი გამოავლინა, რომ გამოიყენოს თავისი სიმდიდრე და გავლენა ამ პატარა ერის გლობალური პერსპექტივების დასახმარებლად. ამის ნაცვლად, დეგრადაცია გაუწია საქართველოს კანონის უზენაესობას და ეთამაშა ქვეყნის ჩრდილოეთ აგრესორს, რუსეთს. ივანიშვილმა ეს გააკეთა თავისი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების შერყევით აშშ-სა და ევროკავშირთან. მის მიერ პორტის ახალი ობიექტის შეფერხება და, მაგალითად, ინტერნეტის ბოჭკოვანი საკაბელო ქსელი, როგორც ჩანს, ცალსახად შექმნილია მისი მეგობრული ინტერესების გასაზრდელად პუტინის სტრატეგიულ გეგმასთან ერთად.

ეს პრობლემაა: რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო დეგრადირდება მისი ეროვნული პერსპექტივები.

ამრიგად, პომპეომ უნდა გააჟღეროს, რომ აშშ-ს სურს, გააგრძელოს აქტიური მეგობრობა საქართველოასთან. მან ასევე უნდა განმარტოს, რომ ვაშინგტონი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია, როდესაც ქართული სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების უფლებები ირღვევა, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები სადამსჯელო ფინანსურ და დიპლომატიურ ღონისძიებებს დაექვემდებარებიან” – ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17 ნოემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved