• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილი ბაჩიაშვილთან მართალია…“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:55 07-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,048

ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს:

„თუ საუბარია იმაზე, რომ მოგება პარტნიორს არ გაუნაწილა, რატომ არის ეს კრიმინალური საქმე, ეს არის წმინდა სამოქალაქო დავის საგანი. ორ პარტნიორს შორის მოგების წილების გადანაწილებაზე დავა, ღრმად არასერიოზულია, ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა საერთოდ რა შუაშია, განსხვავებით „მტკვარი ჰესის“ საქმისგან – იქ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რომ თანხები იყო გაფლანგული, იქ შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ივანიშვილი საქმეს ურჩევს, ასეთი საქმის გარჩევები კრიმინალური სამყაროსთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ჩვენთან ხომ კრიმინალური სამყარო და მართლმსაჯულება დიდი ხანია ერთმანეთშია აღრეული? – რად უნდა ვიღაცებთან საქმის დაჭერა და ვიღაცების ჩარევა, როცა ჰყავს მშვენიერი მთავარი პროკურორი, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს ეს საქმე – ვინ, როგორ, რანაირად და ამოიღოს ბიძინას კუთვნილი თანხები. ივანიშვილი ბაჩიაშვილთან მართალია… გასაგებია, რომ სასათბურე, სკანდალური პირობები ბაჩიაშვილის ლამაზი თვალებისთვის არ გაკეთებულა, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება აქვს, ბაჩიაშვილს წილი მოსთხოვოს. ერთ წელიწადში 800%, ნარკობიზნესსაც არ აქვს ასეთი რენტაბელობა, ასეთი რაღაც ბიზნესში არ ხდება. ბიძინას რა თქმა უნდა, შეუძლია მოსთხოვოს ბაჩიაშვილს – მთელი შეღავათები, ეს ყველაფერი ჩემ გამო იყო, თორემ შენ საერთოდ ვინ იყავი, წილი მომეციო. არ ეკუთვნის? ეს ფული ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებულია, ეს უნდა ვიცოდეთ, დღგ რომ არ გადაიხადა, გადასახადებს არ იხდიდა და ამხელა კოლოსალურ თანხებს შოულობდნენ, ეს ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტში უნდა შესულიყო ანუ ეს ფული ჩვენ მოგვპარეს და ამ მოპარული ფულით დიდი ფული იშოვეს. ამ ყველაფერში, არც ბიძინა ივანიშვილი გამოიყურება წელში გამოყვანილად და არც ბაჩიაშვილია დიდი ბიზნესმენი და ჩაგრული, მათ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე „დაწერეს“ დიდი ფული და ახლა ერთმანეთში არჩევენ საქმეებს. პროკურატურა რა შუაშია, სახელმწიფო ინსტიტუტები ამ დავასთან რა შუაშია?“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, 40 მლნ ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა არაა, შესაბამისად, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქმე უფრო სერიოზულ რამეს ეხება.

„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი მიდგომა დამახასიათებელია, ვიღაცები მიუშვას, შეუქმნას განცდა – გენდობი, ყველაფერი „მოსულაო“, მერე დადგება რაღაც მომენტი, მოიყვანს და ბოლომდე „დაფერთხავს“. სხვათა შორის, ღარიბაშვილი მეორე წრეზე გაუშვა, თორემ ერთხელ მას შეუსრულა კიდეც, მიუშვა, მიუშვა და მერე ყურებში ერთი კარგად წამოარტყა, მერე მიელაქუცა, ილოცა და ისევ პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩასვა. ბაჩიაშვილიც ბიძინა ივანიშვილის ადამიანებთან ურთიერთობის ტაქტიკაში მოჰყვა. ვფიქრობ, ამ საქმის ანატომია იკეტება მხოლოდ ფულზე. 40 მლნ ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა არაა, სხვანაირად შეეძლო დაელაგებინა. როგორც ჩანს, სხვა მიზეზია, ბევრად უფრო სერიოზული, რის გამოც, ეს ყველაფერი ხდება. იმდენად სერიოზული მიზეზია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია მთელი ის მითოლოგია, რასაც ათეულობით წლები აშენებდა და რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები და მისი ჯიბის პროპაგანდა წლების განმავლობაში ადამიანებს თავში უდებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, რომ მას არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ აქვს და ამ ქვეყანას ახარჯავს ფულს. ახლა უცებ, თვითონ აღიარა, რომ უბრალოდ ბიზნესი კი არ აქვს, ბიზნესი ჰქონდა, რომელიც წელიწადში 800%-ს უწერდა. რადგან ბიძინა ივანიშვილი იმაზე წავიდა, რომ თავის მითოლოგია დაანგრია, ე.ი. ძალიან სერიოზული მიზეზი აქვს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

თეგები: გია ხუხაშვილიივანიშვილი–ბაჩიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved