• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, შაბათი, 2 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილები მომგებიან ბიზნესში – “ფლანგვის დეტექტორის” სკანდალური კვლევა

ალია ავტორი - ალია
19:33 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

თბილისის მერია იმდენივეს ხარჯავს თბილისის სხვა ქუჩების განათებაში, რამდენსაც მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე – ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” აცხადებს.

მათი ინფორმაციით, განათებაში “თბილსერვის ჯგუფი” “მონტაჟ ჯორჯიას” უხდის, რომელიც ტენდერიდან 2-ჯერ დისკვალიფიცირდა, მაგრამ მერე პირდაპირი შესყიდვა გაუფორმეს;

როგორც ირკვევა, “მონტაჟ ჯორჯიას” ერთი დამფუძნებელი პაატა სულაბერიძეა – შპს „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორი, რომლის მფლობელი 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი, 2017 წლიდან კი ბერა ივანიშვილია;

მეორე დამფუძნებელი დავით კახიანი “მონტაჟ ჯორჯიას” დაარსებამდე “ქართუ-ში”, მთვარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა;

2012-2020 წლებში სახელმწიფომ “მონტაჟ ჯორჯიას” ჯამში 3,530,323 ლარის უტენდერო, პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა, აქედან 2 მილიონზე მეტი – ბოლო ორი წლის განმავლობაში.

სრული კვლევა:

2020 წლის 17 მაისს გამართულ ტენდერის საფუძველზე ქ.თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა შპს თბილსერვის ჯგუფმა, 1,436,782 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს მონტაჟ ჯორჯიას (ს/კ:205258335), ჭავჭავაძის გამზირზე გარე განათების ბოძების და LED სანათების დაყენებისთვის. კომპანიის შერჩევა მოხდა გამარტივებული შესყიდვების გზით. აღნიშნული ტენდერი რამდენიმე კითხვის ნიშანს აჩენს.

შპს თბილსერვის ჯგუფმა განათების ბოძების და LED სანათების შეყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ვერც ერთხელ მოხდა კომპანიის შერჩევა. საყურადღებოა, ის ფაქტი რომ ტენდერების მონაწილე ერთ-ერთი კომპანია იყო შსპ მონტაჟ ჯორჯია, რომელიც დისკვალიფიცირებული იქნა ორივე ტენდერში.მოგვიანებით კი, შპს თბილსერვის ჯგუფმა თითქმის მილიონ ნახევრის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს მონტაჟ ჯორჯიას, რომელიც იგივე ტიპის შესყიდვაში ორჯერ იქნა დისკვალიფიცირებული. აღნიშნული, შემთხვევა აჩენს ეჭვს, რომ ელექტრონული ტენდერი, რომელიც ორჯერ ჩატარდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.შპს “მონტაჟ ჯორჯია” 2012 წლიდან მონაწილეობს გამარტივებულ შესყიდვებში.

2012-2020 წლებში კომპანია 3,530,323 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან. აქედან, 2,093,932 ლარი ბოლო ორი წლის განმვალობაში (2018-2020წწ.) მიიღო.აქვე აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქ. თბილისის მერია ძვირადღირებულ ხელშეკრულებას უფორმებს შპს მონტაჟ ჯორჯიას. 2019 წლის 11 სექტემბერს, თბილისის მერიამ 513,628 ლარი გადაუხადა კომპანიას თბილისის მერიის შენობაში ელექტრო გაყვანილობის და მასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებაში.

საინტერესოა, ის რომ თბილისის მერია მილიონ ნახევრის დახარჯვას გეგმავს თბილისის უბნების განათებაში. 2020 წლის 7 ივლისს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით მერია თბილისის მასშტაბით 200 ახალი LED განათების დაყენებას გეგმავს, მაშინ როდესაც მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩაზე 185 ერთეული განათების ბოძს დაამონტაჟებს. თვალშისაცემია განათების ბოძების რაოდენობის თანაფარდობა თბილისის მასშტაბით დასაყენებელ გარე განათებებსა და ერთ კონკრეტულ ქუჩას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ტენდერი არ შედგა, ფაქტია რომ მერია იგივე რაოდენობის თანხის დახარჯვას (1,500,000 ლარი) გეგმავს თბილისის ქუჩების განათებაში, რაც ერთი ქუჩის განათებაში გადაიხადა.რაც შეეხება თვითონ კომპანია შპს მონტაჟ ჯორჯიას, საინტერესოა რომ მისი დამფუძნებლები პირდაპირ და ირიბად არიან დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან და მის კომპანიებთან.

კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი დამფუძნებელია პაატა სულაბერიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული პირია და მონაწილეობს მის რამდენიმე კომპანიაში, როგორებიცაა:

შპს ურეკი რეზიდენსი (ს/კ:437067148), რომლის მფლობელიც ბერა ივანიშვილია;

შპს კომპლექს-სერვისი (ს/კ: 205023632); შპს მეპკო (ს/კ: 405071764) და სხვა.პაატა სულაბერიძე მმართველი პარტიის შემომწირველია. 2016 წელს, მან 4000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას და 10, 000 ლარი სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს.

კომპანიის დამფუძნებელი ასევე არის დავით კახიანი, რომელიც კომპანიის დაარსებამდე მუშაობდა “ქართუ-ში”, მთვარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

ფლაგვის დეტექტორი, წყაროსაც უთითებს:

:გამარტივებული შესყიდვის კოდი: 2020 წ.-CMR200077688, 2019 წ.-CMR190144596 ;

ელექტრონული ტენდერები: NAT190015146; NAT190020056;

თბილისის მერიის ტენდერი 2020 წ.- NAT200009695 .

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები და მასთან დაკავშირებული პირები: https://transparency.ge/…/bizina-ivanishviltan… ;

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved